მოირგეთ ჭაობისფერი შარვლები ქეით მიდლტონის მაგალითზე - Marao

მოირგეთ ჭაობისფერი შარვლები ქეით მიდლტონის მაგალითზე

2019-11-09 11:46:46+04:00


კიდევ ერთი მშვენიერი იდეა საოფისე გარდერობისთვის ქეით მიდლტონისგან. კემბრიჯის ჰერცოგინიამ საოფისე სამსახურში მომუშავე მოდის მიმდევარ გოგონებს საოფისე გარდერობის მორიგი ახალი მოდური ტენდენცია შესთავაზა. მოდის მიმდევრებს, რომლებიც მკაცრ დრესკოდს ექვემდებარებიან, ვურჩევთ, გარდერობში ფართოტოტებიანი შარვლები მოიმარაგონ. სწორედ ასეთი სტილის შარვალი მოირგო ჰერცოგინიამ სამეფო საქმეებზე წასვლისას.

Носите брюки цвета хвои, как у Кейт Миддлтон

ასეთ შარვლებს რამდენიმე უპირატესობა გააჩნია: საკმაოდ მოხდენილად ჯდება თითქმის ყველა ტიპის აღნაგობაზე, ხოლო ფერის დამსახურებით თავისუფლად ეწერება საოფისე ლუქში.

Кейт Миддлтон в Лондоне, 2019

თუკი შავი შარვლების ყურება მოგბეზრდათ, მშვენიერი ალტერნატივა გაქვთ მუქი ყავისფერისა და ჭაობისფერის სახით. მისი მორგება შეგიძლიათ, როგორც თეთრ პერანგთან, აგრეთვე ყავისფერ ბოდესთან ან როგორც ჰერცოგინიამ მოირგო, მოიასამნისფრო ლონგსლივთან.

წყარო