კიდევ ერთი მშვენიერი იდეა საოფისე გარდერობისთვის ქეით მიდლტონისგან. კემბრიჯის ჰერცოგინიამ საოფისე სამსახურში მომუშავე მოდის მიმდევარ გოგონებს საოფისე გარდერობის მორიგი ახალი მოდური ტენდენცია შესთავაზა. მოდის მიმდევრებს, რომლებიც მკაცრ დრესკოდს ექვემდებარებიან, ვურჩევთ, გარდერობში ფართოტოტებიანი შარვლები მოიმარაგონ. სწორედ ასეთი სტილის შარვალი მოირგო ჰერცოგინიამ სამეფო საქმეებზე წასვლისას.
ასეთ შარვლებს რამდენიმე უპირატესობა გააჩნია: საკმაოდ მოხდენილად ჯდება თითქმის ყველა ტიპის აღნაგობაზე, ხოლო ფერის დამსახურებით თავისუფლად ეწერება საოფისე ლუქში.
თუკი შავი შარვლების ყურება მოგბეზრდათ, მშვენიერი ალტერნატივა გაქვთ მუქი ყავისფერისა და ჭაობისფერის სახით. მისი მორგება შეგიძლიათ, როგორც თეთრ პერანგთან, აგრეთვე ყავისფერ ბოდესთან ან როგორც ჰერცოგინიამ მოირგო, მოიასამნისფრო ლონგსლივთან.
წყარო