რა ჩავიცვა? ეს კითხვა თითქმის ყველა ქალბატონს აწუხებს. ცალკე საკითხია ის, თუ კონკრეტული სამოსი სწორად როგორ შევუხამოთ ტანსაცმელს, ისე, რომ მოდის ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ.
მშვენიერი მიმი შელია "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია.
ალბათ, გეცოდინებათ ის ფაქტი, რომ მიმი თანამედროვეობას მაქსიმალურად უწყობს ფეხს და ცდილობს, გემოვნებიანად ეცვას.
ცხადია, ყურადღებას ტრენდულ აქსესუარებზეც ამახვილებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ, აქცენტი პიჯაკზე გადავიტანოთ.
მოდელი პიჯაკების მოყვარულია, რაც მისი გარდერობიდანაც ჩანს. გთავაზობთ სხვადასხვა ვარიანტს, რომლის მაგალითით თავადაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ.
პიჯაკი ტყავის ქვედაბოლოსთან და თეთრ პერანგთან
ერთმანეთის მსგავსი პრინტი - როცა ზედა და ქუდი თითქმის იდენტურადაა გაფორმებული.
ნაჭრის გრძელი პიჯაკი ტყავის ტოპთან და ქვედაბოლოსთან
მარტივი გადაწყვეტილება: ჯინსთან და სადა ზედასთან
ფერების თამაში + ე.წ. Skinny ჯინსი და თეთრი, მოკლე ტოპი