როგორც აღმოჩნდა, მამაკაცებს ქალის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აზრის თამამად გამოხატვა შეუძლიათ და ამის სულაც არ ეშინიათ.
გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომელიც მისი ყურადღების მიქცევაში დაგეხმარებათ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგჯერ იგივე ჩაცმულობით შეიძლება მამაკაცი განიხიბლოს კიდეც. თქვენ უნდა შეისწავლოთ, თამამია თუ არა თქვენი რჩეული და ამის შემდეგ ჩაიცვათ ისე, რომ თავი მოაწონოთ.
კლასიკური კაბა და თავისუფალი, ოდნავ დიდი ზომის მოსაცმელი-
მამაკაცების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს ძალიან სექსუალურია და ქალისგან თამამ განაცხადად შეიძლება ჩაითვალოს. 2019 წლის მოდის ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ ეს ურიგო შეხამება სულაც არაა.
მოკლე, ტყავის შორტები და ნაკლებად გადატვირთული ზედა-
ტანზე მომდგარი კაბა, რომელსაც იგივე ფერის და ფაქტურის ზედა ამშვენებს-
მამაკაცების უმეტესობას მუდმივად შავი ფერის სამოსში გამოწყობილი გოგონები არ მოსწონს. მათთვის თვალშისაცემი სწორედ ფერადი, ხალისიანი ფერის ტანსაცმელია. ვეცადოთ, რომ მოვერიდოთ ზედმეტად განიერ შარვლებს და ზედებს, მითუმეტეს თუ ფორმები ხელს გვიწყობს.
პიჯაკი, საინტერესო ფორმის სათვალე და აქსესუარები, რომელიც ყველასგან გამოგარჩევთ
თუ მამაკაცს უყვარხართ, ყველანაირ სამოსში ეყვარებით, მაგრამ არსებობს ახალი ტენდენციები, რომლებიც მათ სასტიკად არ მოსწონთ. არცერთი მათგანი არ ამბობს, რომ მოსწონს გრძელი კაბა, რომლის შიგნითაც შარვალს ჩაიცვამთ. სამაგიეროდ დიზაინერები ამით ახალ სიტყვას ამბობენ და მამაკაცების სკეპტიკურ განწყობას არ უშინდებიან.