"როგორ გამოვეწყოთ ბრიტანულ სტილზე" - თითქმის ყველა გოგოს მოუძებნია მსგავსი სათაურის მასალა, რომელთა ინსპირაციაც ხშირად ქეით მოსი, სიენა მილერი, ალექს ჩანგი და სხვა ცნობილი მოდის მიმდევარი ნისლიანი ალბიონერია.
რა თქმა უნდა, არაერთ ცნობილ მოდურ ჟურნალს დაუწერია, როგორ მოვირგოთ მსგავსი სტილი, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო სიღრმისეულად მოგვეძებნა სასურველი ტრენდები და ბრიტანელების საიდუმლოსთვის საბოლოოდ ფარდა აგვეხადა.
არ არსესობს ზედმეტად "მძიმე" ტრენდი
- მოდა არ არსებობს ექსპერიმენტების გარეშე, მაშინაც კი, თუ ახალი ტენდენციები ერთი შეხედვით გეჩვენებათ აბსოლუტურად გამოუსადეგრად ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეეცადეთ მოირგოთ თუნდაც მაღაზიაში. ვინ იცის, იქნებ თქვენი ლუქის სრულყოფილებას სწორედ ეს "გიჟური", თავისუფალი, პომპონებიანი ზედა აკლია?
ყოველთვის შეგიძლია შეიხედო შენი მეგობარი მამაკაცის გარდერობში
- ბრიტანელებმა დაიწყეს ტანსაცმლის "თხოვება" თავიანთი მამაკაცებისგან, მანამ, სანამ მოცულობითი ბომბერები და "ბოიფრენდდენიმები" ულტრამოდური გახდებოდა. ჩვენ კი დღესვე შეგვიძლია მოვირგოთ ჩვენი მამაკაცის გარდერობიდან ნებისმიერი ზედა, პიჯაკი ან შარვალი.
mix&match-თან ექსპერიმენტები არ ღირს
- ბრიტანელები ხუმრობენ, რომ ერთადერთი გოგონა ნისლიანი ალბიონიდან, რომელიც ექსპერიმენტებს ატარებს სხვადასხვა პრინტით, ქეით მიდლტონია. დანარჩენები კი ინდივიდუალურად ამატებენ "დესერტს" თავიანთ ჩაცმის სტილში.
დაივიწყე იდეალური ვარცხნილობა
- მოუწესრიგებელი თმა (რა თქმა უნდა, დავარცხნილს და დაბანილს ვგულისხმობთ) ყოველთვის უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე იდეალურად დაწყობილი თმა.
აფასებ კლასიკას, მაგრამ არ ატარებ რეჟიმზე 24/7
- თეთრი ზედა, ტრენჩი, კლასიკური "ბალეტკები" წვეტიანი ცხვირით - უბრალო ნივთები "საბაზისო გარდერობიდან" ყველა მოდურ ბრიტანელს აქვს, მაგრამ არცერთი მათგანი არ ატარებს კვირაში 7 დღეს. საკმარისია, ოსტატურად გადაანაწილო უჩვეულო ლუქებზე.
"სწორი" მოუწესრიგებლობა ყოველთვის დროულია
- დაივიწყე ზედმეტი "მოწესრიგება", საგულდაგულოდ დაუთოებული შარვალი, პერანგი, რაც ამავდროულად ბევრ დროს გართმევს. "სწორი", მოუწესრიგებელი სტილი ნამდვილად დაიმსახურებს შენ მოწონებას.
შენ პირველი ხარ, ვინც ახალ ტრენდს ირგებს
- ...მაშინაც კი თუკი უცნაური და ზედმეტად არაორდინარული გეჩვენება. თავისუფლება ჩაცმის სტილში ბრიტანელების ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.
შენ ატარებ კაბას და არა კაბა - შენ
- როგორც იქნა, გადაწყვიტეთ კაბის ჩაცმა. პანიკაში გაატარეთ სარკესთან სამი საათი და საბოლოოდ მაინც თავისუფალი ზედა და ჯინსები მოირგეთ? კაბა - ლამაზია, თუმცა არ ღირს მისდამი ზედმეტად სერიოზული მიდგომა. მოირგეთ უხეშ ფეხსაცმელებთან, თავისუფალ მოსაცმელთან და დიდი ჩანთასთან. ბინგო!
კედები და ბოტასები ყველაფერს უხდება
- აბრეშუმის კაბა-კომბინაცია, კოსტიუმი -"პიჟამა", ტვიდის ორეული თუ ქალური კაბა - ეს ყველა ის ნივთია, რომელიც მეგობრობს სპორტულ ფეხსაცმელთან. გაუმარჯოს ბოტასებსა და კედებს და დემოკრატიულ მოდას!
ლეოპარდის პრინტისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ არის აუცილებელი
- თუკი იცით, რა ჩაიცვათ, თამამად მოირგეთ ლეოპარდის პრინტი - ამ მარტივ სტილს მისდევს ყველა მოდური ლამაზმანი, ქეითიდან დაწყებული, სიენათი დასრულებული. რატომ არ შეიძლება, ჩვენც რომ მოვირგოთ ეს"მტაცებლური" კლასიკა? რა თქმა უნდა, ლეოპარდის "ტოტალ ლუქს" არ ვგულისხმობთ.
წყარო