ტყავის ლაბადები შემოდგომა-ზამთარი 2019/20-ის მთავარ მოდურ ჰიტად იქცა. ჩვენ შეგიდგინეთ გარდერობის ამ ელემენტის შესაბამისი მოდური და სეზონური ლუქები.
პროვოკაციული, ამავდროულად, იდუმალი ტყავის ლაბადა ზამთრის კოლექციებში მასიურად გამოჩნდა Versace-სთან, Simone Rocha-სთან, Alexander Wang-თან, Balenciaga-სთან, Ermanno Scervino-სთან.
რას შევუხამოთ შავი ტყავის ლაბადა?
- შავი ტყავი მშენივრად ეწყობა სხვადასხვა ნაჭერსა და ფერს. ამიტომ ნებისმიერი კომპლექტის აწყობა მარტივად იქნება შესაძლებელი, მოდელი ლიუ ვენი მას კლასიკურ კედებსა და დენიმებზე ირგებს თამამად. Versace-ს სტილისტები გვირჩევენ, შავი ტყავის ლაბადა გავამდიდროთ მასიური ფერადი აქსესუარებით: ფერადი კოლჰოტი, ჩანთა, ხელთათმანი და ცხვირსახოცი.
- მოდური ჟურნალების რედაქტორები პრიალა ტყავს გვირჩევენ. Simone Rocha-მ შავი ტყავის ლაბადა ვინილის სტილში წარადგინა, ხოლო Emilio Pucci-მ ალუბლისფერ-ყავისფერი შეფერილობის ლაბადებით შეავსო თავისი ახალი კოლექცია. არ მოგერიდოთ ფერადი კონტრასტული აქსესუარების მორგება.
რას შევუხამოთ გრძელი ტყავის ლაბადა?
- როგორც ყოველთვის, საქმე ეხება სიგრძეს, აუცილებლად გაითვალისწინეთ პროპორციები. თუკი გრძელი ტყავის ლაბადა ქამრით იქნება - მაშინ თქვენი აღნაგობა უფორმოდ არ გამოჩნდება. ძალიან გრძელი ტყავის მანტია, მხოლოდ ფეხსაცმელს აჩენს, ამიტომ მის შესარჩევად განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. თუკი თქვენი ზედა თეძოებზე სრულდება, მოირგეთ ვიწრო შარვალი ან ფეხზე გამოყვანილი ჩექმები.
რას შევუხამოთ უჩვეულო ფორმის ტყავის ლაბადა?
- 2019 წელს ქალის ტყავის ლაბადა სხვადასხვა ფორმას იღებს. მაგალითად მოკლე ლაბადა ოფერსაიზი ძალიან ლამაზად გამოიყურება ტანზე გამოყვანილ ქვედაბოლოზე. საინტერესო ვარიანტი აქვს წარმოდგენილი ბლოგერს ნატაშა გოლდენბერგს - წითელი ლაბადა-პონჩო მოირგო სწორ ტოტებიან შარვალზე და მასიურ ქუსლიან ფეხსაცმელებზე.
წყარო