მოდური გადაწყვეტილება გაციების თავიდან ასარიდებლად. თბილისში მზიანი ამინდების მიუხედავად, მოახლოებული ზამთრის სუსხი უკვე საკმაოდ იგრძნობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დროა, ნაქსოვი ქუდები მოვირგოთ.
ჩვენ გირჩევთ მაგალითისთვის აიღოთ სუპერმოდელის, ირინა შეიკის ჩაცმის სტილი, რომელიც მოახლოებულ სიცივეებთან თბილად გამკლავებაში დაგვეხმარება, ეს ნივთი სწორედ ჩალისფერი ნაქსოვი ქუდია.
„მარაო“ გიზიარებთ მოდელებს, რომლებიც გადაგარჩენთ ყინვებისგან და დაუმატებს თქვენს ლუქს მეტ მოდურობასა და კომფორტულობას ამავდროულად.
რჩევის სახით კი გეტყვით, უპირატესობა მიანიჭეთ შედარებით თავისუფალი სტილის ქუდებს. ჩვენი ფავორიტი - სქელი ნაქსოვია.
წყარო