7 მსუბუქი ზედა, რომელშიც არ დაგცხებათ - Marao

7 მსუბუქი ზედა, რომელშიც არ დაგცხებათ

2020-02-21 10:58:36+04:00


გადიხარ გარეთ - ცივა, ტრანსპორტით მგზავრობ - გცხელა. ყველა შეჯახებია ერთხელ მაინც ამ პრობლემას სიცივეების მოახლოებასთან ერთად. „მარაომ“ მიაგნო გადაწყვეტილებას! შევაგროვეთ 7 მსუბუქი ზედა, რომელიც სითბოს შენარჩუნებასთან ერთად სუნთქვის საშუალებასაც მოგცემთ.

United Colors of Benetton, 3 999руб. (Lamoda)

  • ასეთი კლასიკური შავი ზედა ზამთარში კარგად მოგემსახურებათ. ჩვენ მიერ შერჩეულ ტანსაცმელშიც შემთხვევით არ მოხვედრილა. ასეთი მოდელის ზედა საკმაოდ ნაზი ხარისხით გამოირჩევა. რბილი, მდგრადი ნაჭერი სითბოს მშვენივრად ინარჩუნებს. ამავდროულად, არ იჭმუჭნება და ინარჩუნებს პირვანდელ სახეს საკმაოდ დიდხანს.
Mango, 1 999руб. (Lamoda)

  • ასეთ ზედაში თავს კომფორტულად იგრძნობთ და ნამდვილად არ დაგცხებათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მგრძნობიარე კანის მქონე გოგონებისთვის კი ეს ნამდვილი აღმოჩენაა, ვინაიდან ამ სტილის ზედები ბამბისგან მზადდება. ამიტომ ის არც ალერგიას გამოიწვევს და არც კანის გაღიზიანებადობას.
Sisley, 4 040руб. (Lamoda)

  • გინდათ შემატოთ თქვენს მოდურ ლუქს მეტი ფერი? არჩევანი წითელზე შეაჩერეთ. ჩილის შეფერილობის წითელი საკმაოდ აქტუალურია ამ სეზონზე. ასეთი ფერის ზედა მოირგეთ ნეიტრალურ ფერთა გამასთან, იმისათვის, რომ არ დაიტვირთოს თქვენი ლუქი.
United Colors of Benetton, 3 999руб. (Lamoda)

  • პულოვერი, რა თქმა უნდა, გარდერობისთვის განუყოფელ ნაწილს შეადგენს - რომანტიკური ჩაცმულობის სტილი დაპლისულ მიდი-ქვედაბოლოებს, ცისფერ დენიმებს 70-იანების სტილში და მაღალწელიან შარვლებს უხდება. მისი მორგება შეგიძლიათ პერანგების ზემოდან, გადმოსულ საყელოსთან ერთად.
Knitman, 2 990руб. (Lamoda)

  • ანიმალისტიკა მოდის მიმდევრებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს - ნივთები ცხოველური პრინტით აცოცხლებს ლუქს, ხდის საინტერესოს და ნათელს. ასეთი სტილის ზედები უხდება ქვედაბოლოებს ან ფართოტოტებიან შარვლებს მაღალი წელით.
iBlues, 12 300руб. (Lamoda)

  • მსუბუქი ტრიკოტაჟის ზედა თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს მშვიდი ფერით. შეუსაბამეთ ნეიტრალური ფერის ტანსაცმელი. ყოველდღიურობაში შეგიძლიათ მოირგოთ ფართო ცისფერ დენიმებთან და მასიურ კედებთან.
Diesel, 9 370руб. (Lamoda)

  • მკვეთრი ორფერიანი ზედების მორგებას გირჩევთ ღია ფერის დენიმებთან. ეს სტილი როკ-ენ-როლის ლუქს შეესაბამება, ხოლო ზემოდან შეგიძლიათ მოირგოთ ქურქი-ავიატორი.
Image result for В них не запаришься: 7 тонких джемперов, в которых не будет слишком жарко

წყარო