ამ სეზონზე ყველაზე პოპულარული ფერადი, სადა ფერის ზედები და ყელიანი ჯემპრებია. დიახ, ისინი მოდიდან კი არ გადასულა, პირიქით, ახლა უფრო მეტად იყენებენ ჩაცმულობის გასამრავალფეროვნებლად.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც მოდის ბლოგერმა ბევრი სხვადასხვა ვარიანტი შემოგვთავაზა. აქ ვნახავთ, თუ როგორ ვითამაშოთ ფერებით.
როგორც ხედავთ, ერთი და იმავე ფერების შეხამება ურიგო არაა. შინდისფერი შარვალი და იმავე ფერის ზედატანიც სწორედ ამის დასტური იყო.
არანაკლებ აქტუალურია ფერადი სვიტერი, რომელიც ტოპის მაგივრობასაც გვიწევს.
არ დაგვავიწყდეს ე.წ. როლინგებიც. ოღონდ გავითვალისწინოთ ის, რომ ამჯერად უპირატესობა ბრჭყვიალა ფაქტურას ენიჭება.
ამ ვიდეოში კი ბლოგერი შავი და თეთრი ზედის რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს, რაც საკმაოდ მომხიბლავია.
ბოლოსთვის შემოვიტოვე ტრენდული ვიდეო, რომელიც თინეიჯერ გოგონებს შეიძლება გამოადგეთ.