ხვეული თმა - დაივარცხნეს, სწორი - დაიხვიეს, მუქი - გაიღიავეს... დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ამ პრაქტიკაზე, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე ემხრობა; ჩვენ კი მათი ფოტოები მოვიპოვეთ, სანამ პოპულარულები გახდებოდნენ.
მეგან მარკლი
- ყველა იცნობს მეგანს იდეალური ლოკონებით ან მკაცრი დავარცხნილი კუდით. ჩვენც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ სინამდვილეში მას ხვეული თმა აქვს (არა უბრალოდ ხვეული, არამედ ძალიან ხვეული). წარმოდგენაც გვიჭირს, რამდენი საათი სჭირდება დასავარცხნად...
არიანა გრანდე
- არიანას თაყვანისმცემლები ზურგიდან სცნობენ: მომღერალი ყოველთვის სცენაზე ჩნდება კარგად გადავარცხნილი „ცხენის კუდით“, რომელიც კილომეტრის მოშორებითაც ჩანს. ეს ყველაფერი კი ძალიან უცნაურია, ვინაიდან მას ძალიან ხვეული თმა აქვს. გახსოვს არიანა თავისი ბუნებრივი თმით?
ჰოლი ბერი
- ჰოლი ბერისაც, წინამორბედი ვარსკვლავების მსგავსად, მოსწონს დასწორებული თმა, თუმცა მას მხოლოდ დავარცხნა არ ეყო და გაიღიავა კიდეც თმის ფერი „ნატურალური“ ელფერით. მსახიობს ძალიან უხდება ასეთი ვარცხნილობა, თუმცა მუქი კანის მქონე ლამაზმანს თავისი ბუნებრივი თმაც საკმაოდ ლამაზად აქვს.
ემა სთოუნი
- ემა სთოუნი და წითური ხვეულები - თითქმის ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. სინამდვილეში მისი ფერი ნატურალური ქერაა. არ გჯერა? ემამ შეარჩია სწორი და დასამახსოვრებელი ტონალობა, რომელიც მის მწვანე თვალებს უსვამს ხაზს.
ემი ადამსი
- ემი ადამსი ცეცხლოვანი წითური ხვეულებით წარმოგვიდგენია მხოლოდ. მსახიობმა აღიარა, რომ ბავშვობაში ბევრად უფრო მკვეთრი ფერი მოსწონდა. ამიტომ ქერა გადაიღება წითურად. ამჟამად ოქროსფერ ტონალობაზე შეაჩერა არჩევანი, რითაც მეტი სინაზე შემატა თავის ვიზუალს.
ჯენიფერ ენისტონი
- შეღებვა რადიკალურად საპირისპირო ფერში ძალიან ცვლის ადამიანს.წარმოიდგინეთ ჯენიფერი მუქი თმით. ქერა თმის ბევრი შეფერილობით მსახიობმა საბოლოოდ სასურველი ფერი დაისვა თმაზე. ჯენიფერმა იმიჯი სერიალ „მეგობრებისთვის“ შეიცვალა და მის შემდეგ ერიდება ცვლილებებს.
სკარლეტ იოჰანსონი
- სკარლეტი იმდენად ხშირად იცვლის თმის ფერს, რომ თაყვანისმცემლებს დაავიწყდათ მისი ნატურალური ფერი. როლისთვის მან ბევრი ფერი მოირგო, თუმცა ფავორიტი ქერა აღმოჩნდა.
ელ ფანინგი
- პლატინის ქერა ელის სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა. მან სამსახიობო კარიერის დაწყებამდე შეცვალა მუქი ქერა შეფერილობა ღიაზე, ეს ფერი კი მის ბავშვურ, ნაზ სახეს კარგად გამოკვეთს და ბევრად საყვარელ იერს ანიჭებს.
წყარო