არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ფიგურა გაქვს, რადგან შენ შეგიძლია ტანსაცმლის მეშვეობით ყოველგვარი ნაკლი დაფარო. თუმცა, ხდება ისეც, როცა ვარჩევთ სამოსს და ვუშვებთ შეცდომას. შემდეგ ეს ტანსაცმელი თუ დეტალები ჩვენს ფორმებს არასწორად წარმოაჩენს და ფორმასაც კი შეიძლება გვიკარგავდეს.
- არასწორი დგომ - თუ ბუნებამ დიდი ზომის მკერდით დაგაჯილდოვა, უნდა ეცადო, რომ ის ვიზუალურად საინტერესოდ წარმოაჩინო და არა პირიქით.
- ტანზე მომდგარი სამოსის მინუსები - თუ ძალიან გამხდარი ხარ, მსგავსი შარვლები შენს ფეხებს უფრო წვრილს გამოაჩენს. არსებობს მითი, რომ მომდგარი ზედები მკერდს ლამაზად გამოკვეთს, მაგრამ ეს ზოგ შემთხვევაში ასე სულაც არაა. ხშირად ასეთი ზედები მკერდს პირიქით, ვიზუალურად აპატარავებს.
- უნდა ეცადო, რომ ფეხის მოყვანილობა ლამაზად წარმოაჩინო. მოდის ექსპერტების აზრით, მაღალყელიანი ჩექმები უკეთესია, ვიდრე მუხლს ქვემოთ.
- უფორმო ზედა - მსგავსი ხრიკით ზედმეტ კილოგრამებს დაფარავ, მაგრამ ის ამჟამად მოდურად მიჩნეული სულაც არაა. ე.წ ფუტბოლკა მაისური მსგავსი ჭრილის მეშვეობით ხელებსაც პატარას აჩენს.
- ვაკონტროლოთ ქურთუკის სიგრძე - ზოგჯერ ქურთუკი სილუეტს ჭრის და არასწორად წარმოაჩენს. ირღვევა სხეულის პროპორციულობა, რაც ადვილად შესამჩნევია. შედეგად, ფეხები უფრო მოკლე ჩანს, ბარძაყები კი უფრო სქელი.
- დეკორატიული ელემენტები - არის შემთხვევა, როცა სამოსი იმდენადაა გადატვირთული, რომ ფორმაზე საუბარი ზედმეტია. უნდა ვეცადოთ, რომ მსგავს შემთხვევას თავი ავარიდოთ, თუ გვსურს, რომ ფორმები ლამაზად წარმოვაჩინოთ.
- შარვალი პრიალა მატერიით, რომელიც გვერდებზეც გაშვებულია. იგივე ეხება ატლასის ზედებს და პრიალა ქსოვილებს, რომლებიც შენს თეძოებს მოცულობას მატებს და შესაძლოა, უშნოდ აჩენდეს.
- ფეხსაცმელი ძალიან წვრილ ქუსლზე - ბევრი მიიჩნევს, რომ თუ გრძელცხვირიან, 15-სანტიმეტრიან ფეხსაცმელს ატარებს, მაშინ ფეხები ვიზუალურად უფრო გრძელი გამოუჩნდება და სინდი კროუფორდს დაემსგავსება. თუმცა, სინამდვილეში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით მხოლოდ სხეულის პროპორციებს დავარღვევთ და ეს კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს ზედა და ქვედა ნაწილს შორის არსებულ სხვაობას.
რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ამჯერად შევეცადეთ, რომ ძირითად შეცდომებს შევხებოდით, რომლებსაც ქალბატონები ხშირად უშვებენ.
წყარო