როგორია ორსული ჯანეტ ქერდიყოშვილის ჩაცმის სტილი (ფოტო/ვიდეო) - Marao

როგორია ორსული ჯანეტ ქერდიყოშვილის ჩაცმის სტილი (ფოტო/ვიდეო)

2019-11-28 09:18:05+04:00


მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სულ მალე მშობლები გახდებიან.

ცოლ-ქმარი ბავშვის სქესს ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს. ჯანეტი 7 თვის ორსული არის, თუმცა ძალიან აქტიურია და ცდილობს, რომ მეუღლესთან ერთად სხვადასხვა თავშეყრის ადგილას ხშირად გამოჩნდეს.

ალბათ, შენიშნავდით, რომ მშვენიერი ქალბატონი ყოველთვის სადად და ორიგინალურად იცვამს.

ორსულობის პერიოდში მისი ჩაცმის სტილი ოდნავ შეიცვალა. ჯანეტი ახლა თავისუფალი სტილის მოსაცმელებს ანიჭებს უპირატესობას. ზოგჯერ მისი მაისურიც, მოსაცმელიც და ჩანთაც ერთ ფერშია გადაწყვეტილი.

ცოტა ხნის წინ მოდელმა "ინსტაგრამის" მეშვეობით მეგობრებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ თბილი სიტყვებით ამარაგებენ. მართლაც, თუ ჯანეტის ფოტოებზე არსებულ კომენტარებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ მას ძალიან აფასებენ და ულამაზეს ორსულადაც მიიჩნიეს.

ტყავის შარვალი და ყელიანი, მსუბუქი ჯემპრი მშვენიერი გადაწყვეტილებაა.

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ორსულობის პერიოდში ქალბატონები ტანზე მომდგარ სამოსს ხშირად იცვამენ, რაც ცხადია, მათ მუცელს გამოკვეთს. მოდელი მსგავსი სტილის სამოსს არ იცვამს, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც ატლასის კაბით გამოჩნდა. ატლასი სინაზის გამოხატულებაა და ამ შემთხვევაშიც მოლოდინი გაამართლა.