2019-20 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია უკვე ბევრმა დიზაინერმა წარადგინა. ჩვენ გადავავლეთ თვალი ახალ კოლექციებს და შევარჩიეთ ტრენდული ქუდები, რომლებიც ახალი წლიდანაც ისევ მოთხოვნადი იქნება.
ქუდი ქალს დრამატულობას, ზოგჯერ კი დამაჯერებლობასაც კი მატებს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სახის მოყვანილობა გავითვალისწინოთ და ქუდი ისე შევარჩიოთ.
2019-20 წლების პარიზული მოდა ამჯერადაც არ ღალატობს ბერეტებს და შლაპებს. ფოტო, რომელსაც ახლა ხედავთ, პარიზის მოდის კვირეულიდან არის.
ჩვენ ასევე გადავხედეთ "ინსტაგრამზე" არსებული მოდის ბლოგერების ახალ ფოტოებსაც. აი, როგორი სტილის ქუდებს ანიჭებენ უპირატესობას ისინი:
ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ტყავის ფაქტურას, როგორც ბერეტების, ისე კეპების შემთხვევაში.