სტილი

6 ხრიკი მეგან მარკლისგან, რამაც ყველაზე მოდურ ქალად აქცია

6 ხრიკი მეგან მარკლისგან, რამაც ყველაზე მოდურ ქალად აქცია
საძიებო პლატფორმებში ამჟამად სამეფო ოჯახიდან მეგან მარკლი რეიტინგის სათავეებს იკავებს. განსაკუთრებით, ბევრი მოდის მიმდევარი გოგონასთვის ინსპირაციის წყაროს სწორედ მისი ყოველდღიური თუ სადღესასწაულო ლუქები წარმოადგენს. ჩვენ გავარკვიეთ, თუ რამ აქცია სასექსის ჰერცოგინია ყველაზე მოდურ ქალად.
Image result for Изящные туфли Меган Маркл

ფაქტურის სინთეზი

  • სულერთია, ქმნის თუ არა მეგანი მონოქრომულ კომპლექტს თუ უბრალოდ სხვადასხვა ფერის სინთეზს იყენებს, ის ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს ნაჭრის ფაქტურას, რომლისგანაც მზადდება მისი ტანსაცმელი და აქსესუარი. ამიტომ მისი ყოველი ლუქი იწვევს დიდ ინტერესს. თუკი ამ ხრიკის ჩანიშვნა გადაწყვიტეთ, არ დაგავიწყდეთ,
    რომ მატერია უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს და არ უნდა ამოვარდეს მთლიანი ლუქიდან.

მკვეთრი ფერები

  • მეგანს არ ეშინია თავისი გარდერობის ნათელი ფერებით შევსების, რომელიც ყურადღებას იპყრობს. ყოველდღიურობისთვის კი შეგიძლიათ შეარჩიოთ მინიმალისტური მკვეთრი ფერის კაბები.

ქალურობა

  • სულაც არ არის გასაკვირი, რომ უნისექსის ეპოქაში ქალურობა უკვე თავისთავად მკვეთრ ინდივიდუალურ სტილს უსვამს ხაზს. ამიტომ ის ძალიან ლამაზად, ელეგანტურად და ბურჟუაზიულად გამოიყურება ჰერცოგინიაზე. თუკი ასეთ სტილს მიანიჭებთ უპირატესობას, არ დაგავიწყდეთ შესაფერისი მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთება.

მკვეთრი ქუდები

  • ქუდის ტარება - ეს მთელი ხელოვნებაა, რომელიც ყველა ქალს არ ეხერხება; მათაც კი, ვის ძარღვებშიც არისტოკრატიული სისხლი ჩქეფს. მეგანმა სამეფო პროტოკოლი სრულად აითვისა და ეტიკეტს საკმაოდ კარგად იცავს. ვუალები, მართალია, ყოველდღიურობას არ უხდება, თუმცა მეგანის გამოსასვლელი ლუქების თვალიერებისას მიხვდებით, რამდენად ეფექტურია მისი კაბებსა და ლაბადებზე მორგება.

მოდური ლაბადა

  • კარგი ლაბადა ახალ საფეხურზე ასწევს ნებისმიერ ლუქს. მეგანს ეხერხება შესაფერისი ძვირად ღირებული ნაჭრის ლაბადების შერჩევა. სილუეტი აუცილებელი ელემენტია ლაბადის შერჩევისას. სცადეთ, ჩაანაცვლოთ მასიური ქურთუკები შალის ან ქაშმირის ლაბადით და მიხვდებით, რამდენად სახეცვლილ ლუქს მიიღებთ.

მკვეთრი ფეხსაცმელი

  • ქალური „ნავები“ მაღალ ქუსლზე მეგან მარკლის სავიზიტო ბარათი გახდა, ორსულობის პერიოდშიც კი არ უთქვამს ჰერცოგინიას მასზე უარი. მისი გარდერობი სავსეა ფერადი და ელეგანტური კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელებით. ეს კი სწორედ ის ხრიკია, რომელიც ვიზუალურად უფრო მაღალს გამოგაჩენთ.
Image result for Изящные туфли Меган Маркл
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
Warning: Division by zero in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 553 Warning: Division by zero in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 556 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 419 Notice: Undefined property: wsImage::$dst_img_width in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 420 Notice: Undefined property: wsImage::$dst_img_height in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 420 Warning: imagecopyresampled() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 420
არქივის კალენდარი
e87a93