ტემპერატურა გარეთ სულ უფრო და უფრო დაბლა იწევს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ზამთრის თბილი ფეხსაცმლის გადმოლაგების დრო დადგა. თუმცა ის უნივერსალური მოდელი გასული სეზონებიდან, როგორიც უგები იყო, უკვე აღარ შედის ტოპ მოდურ ტრენდებში. სტილისტ-იმიჯმეიქერები გვირჩევენ მოდურ ალტერნატივას ზამთარი 2020-ისთვის.
- Hiking boots - ტურისტული ფეხსაცმელები, იგივე "სათხილამურო ჩექმები", სპორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ელემენტები ამ სეზონის შეუცვლელი ტრენდია, ამიტომ მათი მორგება არამარტო მთებში ლაშრქობებზე და მოგზაურობისას იქნება შესაძლებელი, არამედ ქალაქში სასეირნოდაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- მაღალძირიანი ჩექმები თასმებზე, "როკერული" ჩექმები, სქელ ძირზე, ან მაღალი ქუსლით განსაკუთრებით აქტუალურია. პლატფორმა, თასმა, ქამარი, ჯაჭვები - არჩევანი ამ დეტალებზე გააკეთეთ. მთავარია არ გადაამეტოთ დეკორით.
- კლასიკის მოყვარულებს მოეწონებათ "ჩელსი" ჩექმები, დათბილული ბეწვით, ეს მოდელებიც როგორც ქუსლებზე ასევე ბრტყელ ძირზე შეგიძლიათ შეიძინოთ. "ჩელსი" ჰარმონიულად ერწყმის დენიმებს, შარვლებს, ასევე ქვედაბოლოებს. ელასტიური ნაჭრის მეშვეობით ფეხზე იდეალურად ჯდება და ამასთანავე მარტივია მისი როგორც ჩაცმა ასევე გახდის პროცესი.
- ჩექმები არანაკლებ კომფორტული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე უგები, მთავარია სწორად შეარჩიოთ. ამ სეზონზე მოდელები მუხლამდე და ზემოთ, საკმაოდ ლოგიკური არჩევანი იქნება, არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთ ფეხსაცმელებში ფეხები გაყინვას გადაურჩება.
წყარო