თუ გსურთ, რომ ახალი წლის პერიოდში და მას შემდეგ აქტუალურ სტილს ფეხი აუწყოთ, მაშინ ჩვენი სტატია გამოგადგებათ.
დიზაინერმა იულია კოზოვამ შეისწავლა ახალი და ძველი ტრენდები და დაადგინა, რა იცვლება 2020 წლისთვის.
წლიდან წლამდე ვსაუბრობთ ახალ ტენდენციებზე, სტილზე, მოდაში არსებულ ცვლილებებზე, მაგრამ ხშირად ვერ ვამჩნევთ იმას, რომ ზოგიერთი ტენდენცია ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს.
- თუ ტანსაცმლის შემთხვევაში ვუშვებთ იმას, რომ ძველი სტილი წინა პლანზე წამოვწიოთ, ჩანთებთან მიმართებაში ყველაფერი მთლად ასე მარტივადაც არ არის.
- ქალბატონები ჩანთებს ზოგჯერ მხოლოდ სხვადასხვა სეზონზე ცვლიან. ყველა მოდელი აქტუალობას ამდენ ხანს სულაც არ ინარჩუნებს. ასე რომ მოგვყევით, რომ გავიგოთ, რომელი ჩანთებია ახლა აქტუალური და რომელი პირიქით.
გამჭვირვალე ჩანთა, რომელშიც ყველა ნივთი ჩანს.
ცოტა ხნის წინ, ასეთი ჩანთები ძალიან პოპულარული იყო. ტყავი, პლასტმასი და სხვადასხვა დეტალები მათ უფრო საინტერესო იერს სძენდა. ამ სეზონზე უფრო გამძლე მასალისგან დამზადებული ჩანთებია აქტუალური.
ე.წ "ბადე" ჩანთა
ამგვარი ჩანთები ჯერ კიდევ მოქმედია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სანაპიროზე მიდიხართ და სეზონის მიუხედავად თბილი ქვეყნისკენ მიეშურებით.
ზღვის სეზონზე "ბადე" ჩანთა- ჩალის ჩანთებივით პოპულარული იყო.
ოვალური ჩანთები, რომლებიც ქამრის მაგივრობასაც სწევს
წელის ჩანთების ტენდენციაც შეცვლილია. ერთი პერიოდი მძიმე ჩანთები ითვლებოდა მოდურ ვარიაციად, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ოვალური ფორმა ჰქონდა.
შემდეგ ეს ყოველივე მინი ჩანთამ ჩაანაცვლა, რომელიც ქამარზე ფაქტობრივად შეუმჩნეველიც კი არის.
ჩანთა მსგავსი ფორმის ჯაჭვით
ალბათ ერთადერთი "შანელის" ჯაჭვიანი ჩანთა არ გადადის მოდიდან.
ყველა სხვა ვერსია შედარებით მოძველებულად გამოიყურება.
ასევე, არაპროპორციულად დიდი ჩანთა, რომელსაც თხელი ჯაჭვი აქვს ნამდვილად ანტიტრენდია.
ხისტი შესახედაობის, მოცულობითი კლატჩები
მსგავსმა ჩანთებმა უკვე რა ხანია დატოვეს პოპულარობის კვარცხლბეკი.
კლატჩების მოყვარულებს შეუძლიათ შედარებით "რბილი შესახედაობის" ვარიანტები შეარჩიონ.
ჩვენ გესაუბრეთ ტენდენციებზე, რომელიც შესაძლოა ახალი წლის შემდეგ მალევე შეიცვალოს, ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია, აჰყვებით მას, თუ ისევ ძველ ვარიანტებს ამჯობინებთ.
წყარო