სტილი

სამეფო მანტია: ვარჩევთ ყველაზე მოდურ ქაშმირის ლაბადას

სამეფო მანტია: ვარჩევთ ყველაზე მოდურ ქაშმირის ლაბადას
ნაზი და ჰაეროვანი ქაშმირი სამეფო შალის ძაფია, ხოლო ქაშმირის ლაბადა ბევრი ქალისთვის სასურველად ითვლება, დღეს ვისაუბრებთ რომელი მოდელია აქტუალური ამ სეზონზე.
Image result for Королевская мантия: выбираем модное кашемировое пальто
ქაშმირი - მატერია, რომელიც მთის თხის მატყლისგან არის წარმოებული, მისი მეშვეობით დამზადებული ტანისამოსი ითვლება მსუბუქად და რბილად, ამასთანავე კარგად ინარჩუნებს ფორმას, ქაშმირის ლაბადა დამსახურებულად ითვლება ქალის გარდერობის განუმეორებელ კლასიკად.
Image result for Королевская мантия: выбираем модное кашемировое пальто

ქაშმირის ლაბადა ხელოვნური ბეწვით

  • ასეთი ლაბადა ხშირად გვხვდება ვარსკვლავების გარდერობში. მაგალითად ოლივია პალერმო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ბეწვიანი ლაბადებით, ირგებს დენიმებთან და ქუსლიან ბატილიონებზე.

  • მოდელი სარა სამპაიო კი
    უპირატესობას ანიჭებს ბეწვიან ლაბადებს მკლავებზე, თავის ლუქს უსაბამებს ქვიშისფერ, თეთრ და ნაღებისფერ ფერთა გამებს, გრძელი ქაშმირის ლაბადა მოდურად გამოიყურება ფართე ტოტებიან შარვლებსა და თავისუფალი სტილის ზედებთან.

Сара Сампайо в кашемировом пальто с мехом

ქაშმირის ლაბადა თავსაბურავით

  • ზამთრის ქაშმირის ლაბადა თავსაბურავით თოვლიან და ქარიან ამინდებში განუყრელ მეგობრობას გაგიწევთ, შავი, ნაცრისფერი, ცისფერი და ბაცი ყავისფერი საბაზისო გარდერობისთვის საუკეთესო ვარიანტია, ხარისხიანი ქაშმირის ლაბადა უხდება ყველა სტილს და არაერთ სეზონზე მოგემსახურებათ საუკეთესოდ.

ბაცი ყავისფერი ქაშმირის ლაბადა

  • ბაცი ყავისფერი ლაბადა არასდროს გადავა მოდიდან და მუდამ დარჩება კლასიკად, უხდება ყოველდღიურ სტილსა და გრძელ კაბებს, საღამოს დრეს-კოდიანი წვლეულებებისთვის კი ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

შავი ქაშმირის ლაბადა

  • ყოველდღიურობისთვის პრაქტიკული სწორედ ასეთი ლაბადაა ბეწვით, კლასიკური ვარიანტის საშუალო სიგრძის ლაბადის გარდა ქამარზე, დიზაინერები გვთავაზობენ უფრო მეტ ორიგინალობას, მაგალითად დამოკლებული ქაშმირის ლაბადა, რომელიც უხდება ნებისმიერი სიმაღლისა და აღნაგობის ქალბატონს. შავი მკაცრი ლაბადა პრაქტიკულად ყველაფერს უხდება გარდერობში, ერთ-ერთ ვარიანტად გირჩევთ ატაროთ სპორტულ შარვალსა და მოსაცმელთან.

მუქი ლურჯი ქაშმირის ლაბადა

  • მუქი ლურჯი თავდაჭერილი და ეფექტურია, ასეთი ქაშმირის ლაბადა უხდება მკაცრ კოსტიუმებს, ხოლო იმისათვის, რომ არ მოიწყინოთ, დაუმატეთ მკვეთრი ფერის აქსესუარი.

პასტელური ქაშმირის ლაბადა

  • ქაშმირის ლაბადა ნაზი პასტელური ფერით თქვენს ქალურობასა და ელეგანტურობას გაუსვამს ხაზს, მოირგეთ კაბებსა და მაღალყელიან ჩექმებზე, კლასიკურ შარვალსა და ზედასთან ერთად.

ლეოპარდის პრინტიანი ქაშმირის ლაბადა

  • ექსტრავაგანტული სტილის მოყვარულთათვის ეს ის არის რაც სჭირდებათ ამ სეზონზე - ლაბადა გარეული კატის ფერებში, უხდება ლაკონური ტანსაცმელი: დენიმები, თავისუფალი ზედები, დაუმატეთ შარფი, ქუდი და უჩვეულო ფორმის ჩანთა.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93