მომღერალი ქეთა თოფურია ბოლო პერიოდში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მკვეთრი ტუჩსაცხი დომინირებს. ვნახოთ, რას უხამებს ის წითელ ტუჩსაცხს და როგორი აქსესუარებით ცდილობს სამოსის გამრავალფეროვნებას.
მკვეთრი ტუჩსაცხის მიუხედავად, მაკიაჟში გამოყენებულია შავი და იასამნისფერი თვალის ჩრდილი. ამ შემთხვევაში შედარებით ღია ტონი თვალის ქვედა ნაწილშია დატანილი.
აუცილებელი დეტალია ჰაილაითერი, რომელმაც სახეს ბრწყინვალება და სიგლუვე შესძინა. როგორც ხედავთ, კაბის ფერი ძალიან მკვეთრი არ არის, რაც ერთგვარ ბალანსს ქმნის.
წითელ ტუჩსაცხს ძალიან უხდება ატლასი და მსგავსი ფაქტურის სამოსი, რომელიც ბზინავს და ამავდროულად, ნაზია.
თვალის შავი ფანქარი, სულ ცოტა ლაინერი და ბრინჯაოსფერი ჩრდილები.
ქათქათა თეთრი ფერის კაბა წითელ ტუჩსაცხს, როგორც წესი, საოცრად უხდება, თუ მას სწორად შეარჩევთ. იმავეს თქმა შეიძლება მუქ, შავი ფერის ტანსაცმელთან შეხამებაზეც.
მკვეთრი ტუჩსაცხი და ორიგინალური სათვალე ქალს უფრო ექსტრავაგანტულს ხდის.
თოფურია უკვე რა ხანია, რაც ღია ფერის ტუჩსაცხებს ამჯობინებს. აშკარაა, რომ მას სადად მოხატული ტუჩები უფრო მოსწონს, თუმცა რამდენჯერმე, როგორც ხედავთ, განსხვავებული მაკიაჟიც შემოგვთავაზა.