ჯენიფერ ლოპესს ქართველი დიზაინერის, დავიდ კომას კაბაში გამოწყობილს პირველად არ ვხედავთ, თუმცა მან ამჯერადაც მოახერხა ჩვენი გაოცება.
მსახიობი, მომღერალი და უბრალოდ ძლიერი ქალბატონი არაჩვეულებრივ ფორმაშია. ჯეი ლომ ეს სამოსი პირველად 2019 წლის სექტემბერში მოირგო, თუმცა, ფაქტობრივად, არავინ იცოდა, რომ კაბა ქართველი დიზაინერის ნამუშევარი გახლდათ. დევიდ კომამ "ინსტაგრამზე" ფოტო ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მომღერლის კაბა სწორედ მისი ხელითაა შექმნილი. "მე ვფიქრობ, მას შენი მოდელობა სურს" - წერს ღიმილნარევი ტონით ერთ-ერთი გამომწერი.
კომახიძის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და აღფრთოვანება ვერ დამალა.
როგორც ჩანს, მომხიბვლელ ქალბატონს თეთრი ფერის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. თვის დასაწყისში დიზაინერმა სხვა ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ჯეი ლო ბუკლეს დეტალებით გაფორმებულ კაბას ირგებს.
მოდი, შევხედოთ იმ ფოტოსაც, რომელიც 2016 წელს გავრცელდა. დიახ, ლოპესმა აქაც თეთრი ფერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი.