ზამთარიც კარს მოგვადგა. გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა, როგორ სამოსს იცვამენ ამ სეზონზე ქართველი მამაკაცები, ვისი ცნობაც ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ისინი არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი ქალბატონების გულის დაპყრობასაც ახერხებენ.
ყველა მათგანი "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და ფოტოებსა თუ ვიდეოებს ხშირად გვთავაზობენ.
ირაკლი მაქაცარია - გემოვნებიანად ჩაცმა უყვარს. ძირითადად კლასიკურ სამოსში ვხედავთ. წარმოგიდგენთ ახალ ფოტოებს, რომლებზეც კარგად ჩანს, რა არის ამ სეზონზე მისი არჩევანი.
რატი დურგლიშვილი - მისი განახლებული იმიჯი ბევრს მოეწონა, ზოგმა კი აღნიშნა, რომ ძველი უფრო უხდებოდა, თუმცა ფაქტია, რატიმ იცის, როგორი სამოსი მოიხდინოს. თუ მის "ინსტაგრამს" გადახედავთ, მიხვდებით, რომ ყოველდღიურობაში უფრო სპორტული სტილის მიმდევარია, თუმცა კლასიკურ ელემენტებსაც წარმატებით იყენებს.
ოთო ფოლადაშვილი - წინამორბედებთან შედარებით, ასაკით პატარაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისი სტილის შექმნა არ გამოსდის. პირიქით, ოთოს "ინსტაგრამზე" ბევრი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მუდმივად გულშემატკივრობენ და მისი იმიჯიც ძალიან მოსწონთ.