იმისთვის, რომ ჩვენს ჩაცმულობას სრულყოფილი იერსახე მივცეთ, ჩანთის სწორად შერჩევა აუცილებელია. გადახედეთ ჩვენს რჩევებს, იქნებ აქამდე ჩანთას არასწორად არჩევდით?
ჩანთას შეუძლია წარმოაჩინოს თქვენი ფიგურა უკეთესად, ან პირიქით, უარესად. ამიტომ, როდესაც მის შეძენას ვაპირებთ, გარკვეული ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ.
- თავდაპირველად უნდა დაადგინოთ, როგორი აგებულების ხართ.
- ექსპერტები მიიჩნევენ, რომ როდესაც ჩანთას აირჩევთ, ის თქვენი სხეულის ფორმის საპირისპირო უნდა იყოს.
მოდი, ერთად გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს ეს.
გადახედეთ, აქ არის სხვადასხვა ფორმა, რომელიც დაახლოებით წააგავს ჩვენი სხეულის მთლიანობას: საათის, მსხლის, ვაშლის, სამკუთხედის, ოთხკუთხედის...
თუ თქვენი მხრები უფრო გამოკვეთილია, ვიდრე თეძოები და ფეხები, მინიატურული ჩანთის ნაცვლად საშუალო ზომის, გადასაკიდ ჩანთას უწევენ რეკომენდაციას.
თუ „მართკუთხა ფორმები“ გაქვთ, სასურველია, მასიური ჩანთა ამჯობინოთ გრძელ და საშუალო ჩანთებს.
თუ „მსხლის ფორმის“ აგებულება გაქვთ, უმჯობესია, რომ დიდ ჩანთებზე უარი თქვათ და მსგავსი ჩანთებითაც დაინტერესდეთ, რაც ფოტოზეა მოცემული.
თუ „ვაშლის ფორმის“ აგებულება გაქვთ, მაშინ ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეთ.
თუ "საათის ფორმის" აგებულება გაქვთ, მაშინ თქვენს სხეულს იდეალურად სწორედ პატარა ზომის ჩანთები წარმოაჩენს, თუმცა უკეთესი იქნება, თუ საშუალო ზომის, მსგავს ჩანთას აარჩევთ.
- მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული წესები არსებობს, თქვენ თავისუფალი არჩევანის უფლება გაქვთ.
- თუმცა, კარგი იქნება, ეცადოთ, რომ ჩანთამ თქვენი ფიგურა არ დაფაროს ან პირიქით, რომელიმე დეტალი მეტისმეტად თვალშისაცემი არ გახადოს.
- ნუ იყიდით პირველივე ჩანთას, რომელიც ხელში მოგხვდებათ. იყიდეთ ის, რომელიც თქვენზე დადებითად „იმუშავებს“.
გაქვთ გარდერობში ისეთი ჩანთა, რომელიც თქვენი სხეულის ტიპს შეესაბამება თუ უკვე საყიდლებზე ხართ წასასვლელი?