ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის დრამატული ფილმის კატეგორიაში ფილმმა „1917“, რეჟისორის ნომინაციაში კი ამავე ფილმის რეჟისორმა სემ მენდესმა გაიმარჯვა.
წლის ორიგინალური სცენარის ნომინაციაში გამარჯვება რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ მოიპოვა ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“. აღნიშნული ფილმი გამოცხადდა გამარჯვებულად წლის კომედიური ჟანრის ფილმის კატეგორიაშიც.
წლის მსახიობი კაცის ტიტული დრამატულ ფილმებში ჯოკერის როლისთვის ჰოაკინ ფენიქსმა მოიპოვა, ამავე კატეგორიაში წლის მსახიობი ქალი კი ჯუდი გერლანდის როლისთვის რენე ზელვეგერი გახდა.
იხილეთ ფოტოები