მოდელი მირანდა შელია აქტიურობით ისევ გამოირჩევა და 2020 წლის ტრენდების შესაბამისად იცვამს. გთავაზობთ აქსესუარებს, რომლებიც ყველა ქალბატონის იმიჯს მოუხდება, იმ შემთხვევაში, თუ სწორ გადაწყვეტას მოუძებნის.
მირანდას ძალიან უყვარს შავი ფერი და როგორც ჩანს, ეს თმის აქსესუარებზეც აისახა. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ფერადი აქსესუარები გამორიცხა.
ყვავილების პრინტი და ქსოვილის სისქე მომგებიანია. უნდა ვეცადოთ, რომ თმაზე სქელი ქსოვილები არ შემოვიხვიოთ, რომ თავმა უცნაური ფორმა არ მიიღოს.
ჯერ კიდევ ტრენდულია ერთმანეთის მსგავსი, საინტერესო სტილის თმის სამაგრები.