გადავწყვიტეთ, შემოგვეთავაზებინა ახალი ვარიანტები, რომლებსაც ქართველი ცნობადი ქალბატონები ამ წელს ირჩევენ. მათ განახლებული იმიჯი აქვთ და ექსპერიმენტებსაც არ ერიდებიან.
ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილმა 2020 წელს რამდენიმე ტრენდულ ვარცხნილობაზე შეაჩერა არჩევანი:
„ვიცი, უნდა გიყვარდეს შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ. მაგრამ მე მაინც მგონია, უნდა გინდოდეს გაუმჯობესება, როგორც კულტურულად, გონებრივად, ასევე ესთეტიკურად, თორემ მოვუშვებდით ყველა სახეზე თმას და ვივლიდით დასაბანები.“ - განაცხადა ნუკი კოშკელიშვილმა ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“, როდესაც ეს ფოტო გამოაქვეყნა. მსგავსი ვარცხნილობა წელსაც ტრენდულია და არაერთი ქალბატონი მიმართავს.
მოდელი მიმი შელია 2020 წელს განახლებული იმიჯით შეხვდა. მან ძველ ვარიანტს ახალი, სადა ვარცხნილობა ამჯობინა.
მირანდა, ძირითადად, გრძელი თმით გვახსოვს. ამიტომაც ეს სიახლე მისი გამომწერებისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო.
წელს ბუნებრივთან მიახლოებულ, სადა თმის ვარცხნილობებს ექცევა ყურადღება, თუმცა გასათვალისწინებელია, თუ სად მივდივართ და როგორი ვარცხნილობა წარმოაჩენს უკეთ ჩვენს გარეგნობას.