მოდის ექსპერტი, გემოვნებიანი და დახვეწილი დალი ჩიტალაძე, აქტიური ქალბატონია.
ის ხშირად ესწრება სხვადასხვა ჩვენებასა თუ ღონისძიებას, მეგობრობს წარმატებულ დიზაინერებთან და თავისი გამორჩეული სტილი აქვს.
"ინსტაგრამზე" საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს, რომელთა რაოდენობამაც პროექტ "მასტერშეფში" მონაწილეობის შემდეგ საგრძნობლად მოიმატა. ამჟამად მას უკვე 50k მიმდევარი ჰყავს. "მინდა, რომ შენნაირი ვიყო, როცა დიდი გავიზრდები" - სწორედ ასეთი კომენტარი დაუწერა ერთ-ერთმა გამომწერმა დალის.
ჩიტალაძის გარდერობში უმთავრესი ადგილი სწორედ კლასიკურ სამოსს ეთმობა, რადგან ეს უკანასკნელი მშვენიერ ქალბატონს ძალიან უხდება.
"ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც ვივარჯიშო, ღამე არ გავათენო, სრულფასოვნად გამოვიძინო, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი პროდუქტები მივიღო.
თუ ქალი გემოვნებიანია, ის უკვე ძალიან მომხიბვლელია. გემოვნება ნიშნავს, რომ ყოველთვის ხარ ელეგანტური." - განაცხადა დალი ჩიტალაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჩვენ შევარჩიეთ კლასიკური კაბები, რომლებიც შესაძლოა თქვენი ინსპირაციის წყაროც გახდეს:
ანუკი არეშიძის მიერ შექმნილ კაბაში