
როდის ასწრებს პერნილი მოგზაურობას, ბავშვების აღზრდასა და კაფსულის კოლექციის შექმნას საყვარელ ბრენდებთან ერთად, წარმოდგენაც არ გვაქვს. ერთი რამ არის ნათელი: მოდური და ფუნქციონალური გარდერობი გოგონას ყოველ ჯერზე წარმატების მოტანაში ეხმარება. რით უნდა დაიპყროს ამჯერად ამ სეზონზე მოდის მიმდევრების
ჩაინიშნეთ!

"ვარსკვლავური" მასიური ქურთუკი
- „წყალგაუმტარი და თბილი, ეს ბაცი ჩალისფერი მასიური ქურთუკი მისი ვარსკვლავური ბრწყინვალების და მოცულობითი სილუეტის გამო მომწონს."

მართკუთხედი სათვალეები
- "მზისგან დამცავი სათვალეები საჭიროა მთელი წლის განმავლობაში. ამ გეომეტრიულ ფორმას და ელეგანტურ ლოგოტიპს დრო ვერაფერს დააკლებს."

ნაცრისფერი შარვლის კოსტიუმი
- "ბაცი ყავისფერი ზაფხულში, ხოლო ნაცრისფერი - ზამთარში. ასეთი კოსტიუმი საკვანძო იქნება თქვენს გარდერობში. მოვირგებ ერთდროულადაც და ცალ-ცალკეც."

ფაქტურული ჩექმები
- "სექსუალური და ულტრამოდური - ასეთი ჩექმების ტარება მთელი დღის განმავლობაში კომფორტს უდრის. მადლობა მცირე ზომის ქუსლებს."

ტევადი ჩანთა
- "ასეთ ჩანთაში შემიძლია ბავშვის ნივთების და კომპიუტერის ჩატევაც. ერთადერთი უარყოფითი ამ ჩანთის სუფთა, თეთრი ფერია, რომლის პირვანდელი სახის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, თუმცა სწორედ ეს ფერი აქცევს მას მოდურად."

ტყავის პერანგი
- "მომწონს მატერიების ერთმანეთში შერევა. იდეალური ვარიანტია - ტყავის პერანგი, შალის კოსტიუმი, ვინტაჟური ჯინსები და ქუსლიანი ფეხსაცმელები."

ქაშმირის ბრა
- "იდეალური მიდგომა სიცივეებთან. მისი მორგება შეიძლება მსგავს კარდიგანებთან."

ეკოტყავის შორტები
- "Frankie Shop - ჩემი ფავორიტი ბრენდთაგანია. იქ ყოველთვის შემიძლია აღმოვაჩინო ძალიან კარგი ნივთები კარგ ფასად."

ბრილიანტის საყურეები
- „ელეგანტური და მუდამ აქტუალური იუველირული ნამუშევარი ყოველთვის აქტუალური იქნება. ასეთი საყურე ყველა ქალის სურვილების სიაში არის მუდამ."

ნაცრისფერი ზედა
- "მე მომწონს ერთი ფერის კომპლექტი. ქაშმირის ზედები უხდება როგორც კლასიკურ, ასევე თავისუფალ შარვლებს."