თუკი სადღესასწაულო სუფრამ წელის მიდამოში რამდენიმე სანტიმეტრის ცვლილება გამოიწვია, დიეტებისთვის ნუ მოემზადები.
“მარაო“ გიზიარებთ, როგორ დავმალოთ მუცელი მოდური ხრიკების მეშვეობით.
ოვერსაიზ-პერანგი
- მოცულობითი პერანგი, საშუალო სიგრძით, მუცელს ეჭვგარეშე დაფარავს. შეგიძლიათ შეუხამოთ ვიწრო შარვალს ან მთლიანად ოვერსაიზ-ლუქზე მოირგოთ. სურვილისამებრ, ეს მოდელი შეგიძლიათ ქამრის მეშვეობითაც დაფაროთ, რაც უფრო გაგიმარტივებთ სხვა დანარჩენი ტანსაცმლის შეხამების ვარიაციებს.
ბასკა
- ბასკას ზედმეტი კილოგრამების დამალვა ოსტატურად შეუძლია. თამამად აირჩიე კაბები, ქვედაბოლოები, ტოპები და ზედები, რაც წელის მიდამოში აღნაგობის დაკორექტირებას შეუწყობს ხელს. აუცილებელია სიგრძის სწორად შერჩევა - ნაჭერმა აუცილებლად უნდა დაფაროს მუცელი.
А-სილუეტის კაბა
- კაბა თავისუფალი ბოლოებით მუცელზე ისე დაჯდება, რომ საერთოდ არ მიიქცევს ყურადღებას. სიგრძისა და ნაჭრის სიმყარიდან გამომდინარე, მოდელი ტომარისებურად ნამდვილად არ გამოჩნდება, ხოლო ფერთა წყობა ზედა და ქვედა სხეულის ნაწილის დაბალანსებას საუკეთესოდ მოახერხებს.
თასმა წელზე
- ასეთი კაბები სხეულს მეტ ელეგანტურობას ანიჭებს და თქვენს აღნაგობას ლამაზად წარმოაჩენს. მისი მეშვეობით თასმა/ქამარი წელზემოთ მოგცემთ მუცლის დამალვის საშუალებას.
ჰაეროვანი მიდი-კაბა
- ჰაეროვანი კაბა-პერანგები ორი მეთოდით შეგიძლია ატარო: თავისუფალ ვარიანტში, თუკი თავისუფალ სტილს ანიჭებ უპირატესობას ან ქამრით წელის გამოყვანის მეშვეობით, ორივე ვარიანტი მუცელს დაგიფარავთ და არ გამოგიჩენთ ზედმეტ კილოგრამებს.
მაკორექტირებელი თეთრეული
- მჭიდრო საცვლები მაღალი წელით შეძლებს „ზედმეტი“ ცხიმების დამალვას მუცლის მიდამოში. თეთრეულის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ტანსაცმლის ფერს, რომელთანაც მოირგებთ. ამ მეთოდის მეშვეობით მუცელი აღარ გამოჩნდება.
ყურადღება გაამახვილეთ წელს ზემოთ
- იმისათვის, რომ არ მიიქციოთ ყურადღება პრობლემურ ზონაზე, ასეთი სტილის ზედა მშვენივრად გაუმკლავდება დავალებას. მასიური ქამარი წელს ზემოთ დააფიქსირეთ, ხოლო ქვედა ნაწილი თავისუფლად იქნება და დაიმალება ზედმეტი კილოგრამები.
წყარო