სტილი

თოვლიანი გარემოს შესაფერისი სამოსი, ქართველი ქალბატონების მაგალითზე (ფოტო+ვიდეო)

თოვლიანი გარემოს შესაფერისი სამოსი, ქართველი ქალბატონების მაგალითზე (ფოტო+ვიდეო)
როგორ ჩავიცვათ ზამთრის სეზონზე თოვლიანი გარემოს გათვალისწინებით, ისე, რომ თანამედროვედ გამოვიყურებოდეთ? ეს კითხვა ალბათ ბევრ ქალბატონს აწუხებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვეძიებინა ქართველი ცნობადი სახეების ფოტოები, რომლებიც შესაძლოა მაგალითისთვის გამოგვადგეს.
მთიან ადგილებში, რა თქმა უნდა, სიცივეც მეტად იგრძნობა, რაც გვაიძულებს, ჩავიფუთნოთ. თუ არ გვინდა, რომ ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა მოგვიწიოს, მაშინ იდეალური გადაწყვეტილებაა კომბინეზონი, რომელიც წყალგაუმტარია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაცულებიც ვართ და თავს კომფორტულადაც ვგრძნობთ. თუმცა, ზოგი ქალბატონი კომბინეზონს არ სწყალობს და გამოსავალი მათთვისაც არსებობს, მსგავსი ფაქტურის
შარვლებისა და ზედების სახით. 
მომღერალი ქეთა თოფურია ლევ ძენგოვთან ერთად ალპურ ზონაში ისვენებდა და მისი ჩაცმულობა საკმაოდ კრეატიული გახლდათ.


თეთრ ფერს ფერადი, მკვეთრი ფერები უხდება, რისი გათვალისწინებაც ურიგო არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში მოდელ სალომე ღვინიაშვილს ნამდვილად ძალიან მოუხდა.


ყველაზე ხშირად თოვლიან გარემოს მაინც შავ და წითელ ფერებსაც უხამებენ.


მოდის ბლოგერმა ნანუკა გუდავაძემ კი შედარებით სადა ვარიანტი შემოგვთავაზა. ღია ფერის ჯემპრი და სპორტული, ნაცრისფერი ქვედატანი, რომელიც ყველანაირ გარემოში მოსახერხებელია.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93