სტილი

როგორ უნდა ეცვას მოდურ ქალბატონს 2020 წლის გაზაფხულზე: სტილისტი გვირჩევს

როგორ უნდა ეცვას მოდურ ქალბატონს 2020 წლის გაზაფხულზე: სტილისტი გვირჩევს
მზად ხართ, 2020 წლის გაზაფხულს ახალი იდეებით შეხვდეთ? ჩვენ გაგაცნობთ იმ მთავარ შტრიხებს, ფერებსა და დეტალებს, რომლებიც წელს ტრენდულია.
სტილისტი ტატიანა ტიმოფეევა გვირჩევს, როგორ ჩავიცვათ 2020 წლის გაზაფხულზე, განახლებული ტენდენციების გათვალისწინებით.
ავანგარდული სტილის ფეხსაცმელები არასტანდარტული ქუსლებით, ბეწვის ქუდები, ფართო ქამრები, სხვადასხვა ფორმის სპორტული კეპები, ძალიან მცირე ზომის ჩანთები, რომლების დამაგრებაც მაჯაზეც შეგვიძლია, ნაქარგები, ბუმბულები.  ეს ყოველივე, რაც ჩამოვთვალეთ, მარტივად იპყრობს ჩვენს გულს და მკვიდრდება მოდაში, მაგრამ ამდენადვე მარტივად და სწრაფად შეიძლება გადავიდეს მოდიდან. ამ ყველაფერს
მოკლევადიანი ტენდენციები შეგვიძლია ვუწოდოთ.
ჩვენ ყოველთვის რაღაც ახალი გვსურს და მოდური ტენდენციებიც ამ მოთხოვნებს სიამოვნებით აკმაყოფილებს.
ამასთან, ყველას არ აქვს სურვილი, რომ ბრმად აჰყვეს ტენდენციებს და მასზე მორგებული სამოსის ტარება ურჩევნია. ატარებს იმას, როგორ სტილსაც მიეჩვია და თავს კარგად გრძნობს.
ასეთ შემთხვევაში სჯობს ყურადღება გრძელვადიან ტენდენციებს მივაქციოთ.
უკვე თითქმის ყოველი მეორე ბრენდი ამბობს უარს ისეთი მასალების გამოყენებაზე, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
  • თუ გსურს, გეცვას მოდურად და 2020 წლის ტენდენციების შესაფერისად, მაშინ გაეცანი 2020 წლის ხანგრძლივ და მოკლევადიან ტენდენციებს:
წინა წელს ყველა გიჟდებოდა მაღალყელიან ჩექმებზე და მას, ძირითადად, საშუალო სიგრძის კაბებს უხამებდნენ. წელს ეს ტენდენცია შეიცვალა და მსგავს ჩექმებს შარვალთან და გრძელ შორტებთან მოიაზრებენ.

კოსტიუმები
მამაკაცური შარვლის, თხელი შავი კოსტიუმის და თეთრი ზედის შეხამება. აგრეთვე, წელს გრძელი ქურთუკები მოდაში არაა. ამიტომ ეცადეთ, რომ მუხლამდე სტილის მოირგოთ.

მონოქრომული კომბინაციები
მილანის მოდის კვირეულის ყველა შოუს დავესწარი. შესაბამისად, გავაკეთე დასკვნა, რომ მონოქრომული კომბინაციების ტენდენციით ყველაზე კმაყოფილი დავრჩი.
გულისხმობს ერთი ფერის სამოსის ტარებას, განსხვავებული შტრიხებით.

ტყავი
ეს მატერია ნაკლებსავარაუდოა, რომ ოდესმე მოდის მიღმა აღმოჩნდეს. გაზაფხულისთვის სჯობს შევარჩიოთ ტყავის მოსაცმელები გლუვი ფაქტურით, მქრქალ ფერებში.

მინიმალიზმი
მოდელები ირგებენ ავანგარდულ სტილს, რითიც პოდიუმს იპყრობენ. მინიმალიზმი სწორი მიმართულებაა და 2020 წელს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

პრინტი
თუ გსურთ, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეთ, გველის, ზებრის, ვეფხვის პრინტი დაგეხმარებათ. შეგიძლიათ ლეოპარდისზოლებიანი სამოსიც სცადოთ.

აქსესუარები
ძირითადი მაინც სათვალეები და ყელსაბამია.  როგორც ხედავთ, ყელსაბამიც და სათვალეც მსგავს ფერებშია გადაწყვეტილი, რაც მომგებიანია.

კორსეტი
2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ტენდენცია სწორედ ეს არის. კორსეტები, რომლებიც შეგიძლიათ მაისურებსა და სხვადასხვა სტილის ზედებზე ჩაიცვათ.
მოკლედ, წელს კორსეტებს ბლუზების შიგნით არ ვატარებთ.

ფერი
2020 წელს მნიშვნელოვანია პასტელის ფერები, ოღონდ უმჯობესია კიდევ უფრო ბაც ტონებში.
შეარჩიეთ თქვენი საყვარელი ფერების გაღიავებული ვარიანტები.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93