მოდელი მირანდა შელია ამჟამად მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკში იმყოფება.
რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში მყოფი მოდური ქალბატონი ვალდებულია, ყურადღებას აქცევდეს 2020 წლის ტრენდულ დეტალებს. ფოტოებს თუ დავეყრდნობით, მიმიმ ეს ყოველივე გაითვალისწინა. თუმცა, არსებული ტენდენციების მიუხედავად, მიმის ჩაცმულობაში ინდივიდუალური, სახასიათო შტრიხებიც შეაქვს.
მირანდა, იგივე მიმი შელია, დიდი ხანია, რაც მოსკოვში ცხოვრობს და სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მომღერალ ქეთა თოფურიასა და დიზაინერ ბიჭოლას ახლო მეგობარია. ამიტომ მის მიმართ ინტერესი ორმაგია.
აი რას ამბობენ მისი ქართველი და უცხოელი გამომწერები: "მომწონს შენი ჩაცმულობა", "თოჯინას ჰგავხარ", "ძალიან მოდური გოგო ხარ და თვალს გადევნებ".
რაც შეეხება მისი ჩაცმის სტილს, მიმი Oversize ზედების მომხრეა, თუმცა მის გარდერობში მრავლად ნახავთ ტყავის მასალის შემცველ სამოსს და ტანზე მომდგარ ზედებსაც.
თავისებური გადაწყვეტაა გრძელი მოსაცმელის და სპორტული ზედის ერთად ტარება. მსგავსი სამოსი 2020 წელს ისევ ტრენდულია. როგორც ხედავთ, მოდელმა გადაწყვიტა, 2020 წელს ახალი ვარცხნილობით შეხვედროდა.
ჩანს, რომ მოდელი ექსპერიმენტებს არ შეუშინდა, რადგან მას წლების მანძილზე მუქი ფერის, გრძელი თმა ჰქონდა.