სტილი

ზედები 2020 წლის ტენდენციების გათვალისწინებით, ანუკი არეშიძის და ქეთა თოფურიას მაგალითზე

ზედები 2020 წლის ტენდენციების გათვალისწინებით,  ანუკი არეშიძის და ქეთა თოფურიას მაგალითზე
ამ ორი მშვენიერი ქართველი ქალბატონის გარდერობი მუდმივად სავსეა საინტერესო სამოსით. ისინი 2020 წლის ტრენდებს მიჰყვებიან და ამავდროულად, ცდილობენ, თავიანთი სიტყვა თქვან.
ქეთა თოფურიას "ინსტაგრამზე" უკვე 2.4 მლნ გამომწერი ჰყავს, ანუკი არეშიძეს კი 412 k, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევიან და სიახლეებს უამრავი მიმდევარი უცდის.
ორივე მათგანი ქმნის სამოსს და მათ პროდუქციას ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. მოდი, ერთად ვნახოთ, თუ როგორ ზედატანებს ირჩევენ ისინი 2020 წლის მოდური სიახლეების გათვალისწინებით. 
ქეთა თოფურია სადა, ერთ
ფერში გადაწყვეტილ ზედებს ირჩევს, რომლებსაც ძირითადად, საათებს და საყურეებს უხამებს. 2020 წელს ბაცი ფერებია მოდაში, რაც მომღერალმაც გაითვალისწინა.




ანუკი არეშიძე კი მინიმალიზმის მიმდევარია, რაც მის ახალ ფოტოებშიც იკვეთება. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ახალ ზედატანს, რომელიც ANOUKI-ს განახლებული კოლექციიდანაა. დიზაინერი ბოლო დროს უპირატესობას ანიჭებს ზედებს, რომლებსაც ლამაზი საყელო და ჭრილი განასხვავებთ.




ყურადღება მივაქციოთ ლეოპარდის პრინტს, რადგან გაზაფხულზეც აქტუალური იქნება.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
222
მოდი ორივემ ის ჩაიცვას, რასაც მე ვიცმევ რაა :)) ტოჟე მნე კრისტიან დიორ
15:51 / 30-01-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93