სტილი

რა ჩავიცვათ 14 თებერვალს: 7 მოდური მაგალითი ვარსკვლავებისგან

რა ჩავიცვათ 14 თებერვალს: 7 მოდური მაგალითი ვარსკვლავებისგან
სიყვარულის დღე სულ მალე მოგვადგება კარს: დროა, მოიფიქროთ, რას ჩაიცვამთ პაემანზე. შევარჩიეთ ყველაზე ტრენდული ლუქები, ცნობილების მაგალითზე.
ჩაინიშნეთ!
Image result for DRESS FIT GIF

ჯინსები და ზედა მასიური მკლავით

  • ასეთი ლუქი იდეალურია, თუკი ძალიან გადაპრანჭვა არ გიყვარს, თუმცა, ამავდროულად, 100%-ით მოდურად გამოიყურები. დენიმები იდეალური დგომით გადაგარჩენს „რა ჩავიცვასგან“. ზედას შერჩევისას ყურადღება გაამახვილე ერთტონიან მაისურზე, მოცულობითმკლავებიან ტოპზე. თუკი ექსპერიმენტებს არ უშინდები, აქტუალურია პრინტი, დრაპირება და მსგავსი დეკორატიული ელემენტები. საუკეთესო გადაწყვეტილება ანიმალისტური მოდელია, ფერადი ნაქარგით ან კოპლებით. მიუხედავად სიმარტივისა, ლუქი საკმაოდ ჰაეროვანი და ნაზი
    გამოდგება, სწორედ ის არის, რაც 14 თებერვალს გჭირდება.

ხავერდის კოსტიუმი და მაქმანებიანი ბოდე

  • კოსტიუმი ხავერდისგან - ელეგანტური ალტერნატივაა კლასიკური მოდელიდან. მაგალითად, კომპლექტი ცისფერით ან მსგავსი შეფერილობით: ლურჯი, ბურგუნდისფერი, ზღვისფერი და შავი. კომბინირება მოახდინე ბოდესთან, თეთრეულის სტილში. ქვედა ფენა არ უნდა იყოს ზედმეტად მკვეთრი და ყურადღება არ უნდა გადაიტანოს კოსტიუმიდან. ამიტომ უმჯობესია, ერთი ტონის ბოდე და კოსტიუმი შეარჩიო.

კაბა-კომბინაცია და ჯემპრი

  • ტოტალ-ლუქი ამ სეზონზეც ამყარებს პოზიციებს და ვეჭვობთ, კიდევ დიდხანს დარჩება ტოპ-მოდური შეხამებებში. საუკეთესო იდეა 14 თებერვლისთვის მონოქრომული ლუქია კაბა-კომბინაციით. უხდება მიდი და მაქსი სიგრძის ქვედაბოლოები. უმჯობესია, ჯემპრის ფერს შეუსაბამო - ასე მიიღებ რომანტიკულ, მეგა-აქტუალურ ლუქს. დაასრულე იმიჯი ბოტილიონებით ან მუხლამდე ჩექმებით.

კოსტიუმი პასტელურ ფერებში

  • იდეალური შარვლის ორეული პასტელურ ფერებში კონკურენციას შეუქმნის ნებისმიერ ლუქს ვალენტინობის დღეს. ასეთი იმიჯით შეგიძლია მთელი დღე იმუშაო და საოფისე დრეს-კოდიც არ დაარღვიო, ხოლო საღამოს რომანტიკულ ვახშამზე გაემართო.

ტყავის კაბა-პერანგი

  • სიყვარულის დღე კიდევ ერთი მიზეზია, ტყავთან შენს დამოკიდებულებას გადახედო ხელახლა. კაბა ასეთი მატერიისგან საბედისწერო ლამაზმანის იმიჯს შეგმატებს. მეტი რომანტიკისთვის დაამატე პრინტებიანი კოლჰოტი, მაგალითად, ვარსკვლავებით.

წითელი კაბა

  • ვალენტობის დღე წითლის გარეშე წარმოუდგენელია,  სიყვარულის დღე წითელი კაბის გარეშე. უმჯობესია, არჩევანი გააკეთო კლასიკურ მოდელებზე. ასეთი სტილი დიდხანს არ გადავა მოდიდან. წითელი კაბა დიდი ხანია კლასიკად იქცა და ამავდროულად, ნებისმიერ ადგილას შეძლებ სხვა დროსაც მის ჩაცმას, ეს იქნება კორპორატიული წვეულება თუ დაქალის ქორწილი.

კაბა ყვავილებიანი პრინტებით

  • ყვავილებიანი პრინტი სეზონის მთავარი ტრენდია, ასეთი სტილის კაბაში კი ლამაზი იქნები უდავოდ. აქტუალური მოდელები არშიებს ითვალისწინებს. შეგიძლია მოირგო კაბის ზემოდან კარდიგანი, კოსტიუმი, მასიური აქსესუარი.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93