კინოსა და თეატრის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ბევრისთვის დასამახსოვრებელი კატოს როლით გახდა, რომელიც "ჩცდ"-ის პერსონაჟია.
ნინო კლასიკური სტილის სამოსის მოყვარულია, რაც ალბათ, თქვენს მახვილ თვალსაც არ გამორჩებოდა.
მოხერხებულად უხამებს აქსესუარებს კლასიკურ სამოსს და ვინტაჟურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, რა გასაკვირია, რადგან მას ზოგჯერ ოდრი ჰეპბერნსაც კი ადარებენ.
მარტივი არ არის, რომ ქალბატონებმა შეძლონ დახვეწილად ჩაცმა, ისე, რომ ვულგარულად არ გამოჩნდნენ და ამავდროულად, მიმზიდველად გამოიყურებოდნენ.
ნინოს გამომწერები აღნიშნავენ, რომ მსახიობი სისადავითა და ელეგანტურობით გამოირჩევა.
მისი გარდერობი, ძირითადად, ღია, ნათელი და მკვეთრი ფერის სამოსისგან შედგება. ძირითადად, პასტელის ფერები დომინირებს, რაც მის აქსესუარებშიც იგრძნობა.
ერთად გადავხედოთ კლასიკურ ნოტებს, რომლებიც შესაძლოა, თქვენთვის ინსპირაციის წყაროდაც იქცეს.