დახვეწილი ქალბატონისთვის ჩანთა აუცილებელი ატრიბუტია, იმისთვის, რომ სრულყოფილი ლუქი შექმნას.
- 2020 წლის ტრენდებს თუ მივყვებით, მაშინ უნდა ითქვას ისიც, რომ პრინტიანი ჩანთებია ტრენდული და ამასთანავე, მინიატურული ზომისაც. წელის ჩანთებიც განახლებული სტილითა და ტექსტურით დაგვიბრუნდა.
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ცოტა ხნის წინ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც აქცენტი პატარა ზომის შავ ჩანთაზეა, რომლის ხელით ტარებაც ძალიან მოსახერხებელია.
მსახიობი შორენა ბეგაშვილი კი, როგორც მასიურ, ისე პატარა ზომის ჩანთებს იყენებს. ის ძირითადად მკვეთრ ფერებს ირჩევს.
გადავხედოთ, როგორი სტილის ჩანთებს ანიჭებენ უპირატესობას ამ სეზონზე ქართველი ქალბატონები, რომლებიც მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფებიან.