სტილი

წინ, 2020 წლის ტრენდებისკენ: მოდური აქსესუარები მირანდა შელიას მაგალითზე

წინ, 2020 წლის ტრენდებისკენ: მოდური აქსესუარები მირანდა შელიას მაგალითზე
როგორც კოკო შანელი იტყოდა: "მოდა ეს არ არის რაღაც, რაც მხოლოდ კაბებშია. მოდა ცაშია, ქუჩაშია. მოდა იდეებით კეთდება".
  • იცვლება სტილი, შეხედულებები, ბრუნდება მოდა და ყოველთვის არის რაღაც, რაც ტრენდულად არ გვეჩვენება, მაგრამ იმდენად გვიყვარს, მაინც ხშირად ვიყენებთ.
წელს აქცენტი გადატანილია მინიმალიზმზე. ეს სათვალეებსა და ბიჟუტერიასაც ეხება, რაც გულისხმობს იმას, რომ სათვალეებზე დატანილი მასიური დეტალები წარსულს ჩაბარდა.

მოდელი მირანდა შელია აქსესუარების მოყვარულია და ცდილობს, რომ სიახლეებს ფეხი აუწყოს.
ერთად გადავხედოთ ვარიანტებს, რომლებიც შესაძლოა მოგეწონოთ და გაითვალისწინოთ, ან
პირიქით, თქვენს აზრზე უფრო მყარად დარჩეთ და არსებულ სტილს არ უღალატოთ:

წელს სწორედ მსგავსი ზომის ჩანთებია მოდაში და არამხოლოდ, რადგან ჩვენებებზე გაცილებით პატარა, მინიატურულ ჩანთებსაც შეხვდებით.

თვლებით გაფორმებული, მრგვალი საყურეები 2019 წლის დასაწყისშიც საკმაოდ პოპულარული იყო.


როგორც ხედავთ, როდესაც ბევრ აქსესუარს ერთად ვიყენებთ, მაშინ დათმობაზე წასვლაც საჭიროა. ამ შემთხვევაში მირანდამ მასიური საყურეები დათმო. სხვაგვარად ლუქი ბევრად გადატვირთული და "დამძიმებული" გამოჩნდებოდა.

თქვენ როგორ აქსესუარებს ანიჭებთ უპირატესობას, მასიურს თუ სადას?





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93