სტილი

ეს ქვედაბოლოები იდეალურია ჩექმებთან და ბათინკებთან: ვისწავლოთ სწორად შეხამება

ეს ქვედაბოლოები იდეალურია ჩექმებთან და ბათინკებთან: ვისწავლოთ სწორად შეხამება
გაზაფხული სულ მალე მოვა და დროა გარდერობი განვაახლოთ.
  • უხეშ და სადა ჩექმებს ყველანაირ ქვედაბოლოს ნამდვილად ვერ მოვახდენთ და საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ, რა გვჭირდება მათთან. იგივე ვითარებაა ბათინკებთან მიმართებაშიც.
ე.წ ბოტფორდებისა და ტყავის ქვედაბოლოს კომბინაცია უკვე ერთგვარი ტრადიციაა. ეს ნამდვილად სწორი არჩევანია. თუმცა, ამ შემთხვევაში სიგრძეში შეზღუდული ნაკლებად ვიქნებით. შეგვიძლია ჩვენი არჩევანი იყოს თამამი მინი, ან მკაცრი მიდი: არჩევანი დამოკიდებულია შემთხვევაზე, განწყობაზე და ფიგურის მახასიათებლებზე. არ დაჯერდეთ მხოლოდ შავი ფერის მოდელებს: ფერადი ტყავის ქვედაბოლები არანაკლებ შთამბეჭდავია.


სამოსი
ოქროსფერი დეტალებით, მოცულობითი ზედატანი, ქუდი და ბათინკები, მეამბოხე გოგონას იმიჯის შექმნაში დაგეხმარებათ. შეგვიძლია შევუხამოთ სადა ზურგჩანთაც, რომელიც უმჯობესია ცალ მხარზე გადაიკიდოთ, რაც ლუქს კომპოზიციურად უფრო შეავსებს.

მსგავსი ლუქი გამოგადგებათ წვეულებაზე, დაბადების დღეზე, ან მუსიკალურ კონცერტზე. იგი ნებისმიერი შემთხვევისთვის შესაფერისია და გვეხმარება, რომ მოდური ექსპერიმენტების ჩატარება მოვახერხოთ. ქვედაკაბის ნაზი ქსოვილი ეწინააღმდეგება ფეხსაცმლის უხეშ ტექსტურას, რაც საოცრად ჰარმონიულ კომბინაციას ქმნის.


ასიმეტრიული ქვედაბოლო - ამ გაზაფხულის ჰიტი იქნება! გეომეტრიული დეტალების წყალობით, ხაზს ზედმეტად არ გავუსვამთ ფეხების სიგრძეს და ყურადღება ფეხსაცმელზე გამახვილდება. სიგრძე - მინი ან მუხლს ქვემოთ - შეარჩიეთ თქვენი გემოვნების მიხედვით.




ჩვენ განსაკუთრებულად მოგვწონს ქვედაბოლო მუხლს ქვემოთ, რომელიც ყვავილოვანი პრინტითაა და ზედგამოჭრილია როგორც რომანტიული შეხვედრისთვის,  ისე წვეულებისთვის.
ბეჭდვა
e87a93