აბრეშუმის შარფები მუდამ აქტუალური იყო, თუმცა წელს ეს მოდური ტრენდი გაზაფხულზე თქვენს გარდერობში განსაკუთრებულად საპატიო ადგილს დაიკავებს. მიმდინარე სეზონზე ასეთ შარფებს თითქმის ყველა კოლექციაში შეხვდებით, პოდიუმზე ცნობილი მოდური სახლების დიზაინერებმა კი აბრეშუმი მთავარ აქსესუარად გამოიყვანეს მოდელების მეშვეობით. თუმცა, რამდენად მოდურად გამოიყურება ეს ყოველდღიურობაში?
"მარაო" გიზიარებთ 5 რჩევას, თუ როგორ უნდა შეიკრათ აბრეშუმის შარფი კისერზე, ჩანთაზე ან თმაზე.
ჩაინიშნეთ!

1. მსუბუქად შეიკარით კისერზე. უხდება საოფისე სტილს, პასტელური ფერის პერანგებსა და სადა კაბებს.
2. შეგიძლიათ არ შეიკრათ და უბრალოდ მოირგოთ ნებისმიერი ფერის და სტილის ზედაზე.

3. მოირგეთ ნამდვილი პარიზელივით, თავშლის მსგავსად. უხდება შეკრულ თმასა და სათვალეებს.

4. გადაკეცეთ სამკუთხედად და მოაქციეთ წინა მხარეს.

5. ჩაანაცვლეთ თმის სამაგრი აბრეშუმის შარფით. უხდება დაბალ "პონი თეილ" ვარცხნილობას.
