პარიზის მოდის კვირეულის ჩვენებები ამჯერად განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. დიზაინერებმა მსოფლიოს ამჟამინდელი პრობლემის, ახალი კორონავირუსის გამოძახილით სამოსს პირბადეებიც შეუხამეს და მოდელები მაყურებლის წინაში უამრავი საინტერესო და განსხვავებული დიზაინის პირბადით წარადგინეს.
ასეთი კრეატიული ჩანაფიქრის ავტორი პარიზის მოდის კვირეულზე ფრანგი დიზაინერი მარინ სერი გახლდათ.
დიზაინერის კოლექცია ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე უფრო ადრე დაიგეგმა, თუმცა ნამუშევარი ზუსტად გამოეხმაურა მსოფლიოში არსებულ პრობლემას. როგორც ცნობილია, დიზაინერი აქამდეც იყენებდა პირბადეებს თავის ნამუშევრებში.
2019 წლის სექტემბერში გამართულ ჩვენებაზე მარინ სერის სამოსში წარმოდგენილ მოდელებს სახეები მთლიანად დაფარული ჰქონდათ.
ცნობილი გამოცემა Vogue წერდა, რომ: „მარინ სერი იმ ახალგაზრდა დიზაინერთა რიცხვში შედის, რომელთა სამოსი დროთა განმავლობაში დინამიკურად ვითარდება. მისი ჰიბრიდული სამოსი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სტილს, არასდროსაა ისეთი რთული, რომ თანამედროვეობას ჩამორჩეს“.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ
წყარო