სტილი

როგორი სტილის კლასიკური სამოსია ტრენდული გაზაფხულზე: დიზაინერების კოლექციების გათვალისწინებით

როგორი სტილის კლასიკური სამოსია ტრენდული გაზაფხულზე: დიზაინერების კოლექციების გათვალისწინებით
ამ თვეში დიზაინერი ანუკი არეშიძე საკმაოდ საინტერესო ჩვენებაზე იმყოფებოდა. მან, რა თქმა უნდა, ვიდეოებიც გამოაქვეყნა, რომლებიც მაგალითისთვის ნამდვილად გამოდგება.
საშუალება გვეძლევა, თვალი გადავავლოთ "BALENCIAGA"-ს ახალ, 2020 წლის გაზაფხულის კოლექციას, რომელშიც კლასიკური სამოსია წამოდგენილი. დააკვირდით ეფექტსაც. იდეა გახლავთ მოლივლივე წყალზე მოსეირნე მოდელები კლასიკური სამოსით. შეგახსენებთ, რომ "ბალენსიაგას" მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახლავთ.
ეს იდეაც მას ეკუთვნოდა. წყალში მოსიარულე მოდელების და საინტერესო სამოსის გარდა, ჩვენება კიდევ ერთი შტრიხით - ტალღების ფონით გამოირჩეოდა.



როგორც ხედავთ, ამ სეზონზე ბრჭყვიალა კაბებია
ტრენდული. ამასთან, წითელი ფერის კლასიკური სამოსიც თავის სიმაღლეზე დგას. ნუ დავივიწყებთ ელეგანტურ შავ ფერსაც, რომელიც ბევრი ქალბატონისთვის შეუცვლელია. აგრეთვე აქცენტი გადატანილი იყო ზურმუხტისფერ, მომწვანო ტონებზეც.
ეს ყოველივე დიზაინერმა ანუკი არეშიძემაც გაითვალისწინა, რაც მის ახალ პოსტებშიც ნათლად ჩანს.



კაბა, რომელსაც ახლა ხედავთ, დიზაინერმა ცოტა ხნის წინ მოირგო და ვიდეოს მისი გამომწერების მხრიდან უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93