სტილი

რას შემოიტანს მოდაში კორონავირუსი- როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება პანდემიის მერე

რას შემოიტანს მოდაში კორონავირუსი- როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება პანდემიის მერე
ის ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება, ნაწილობრივად ყოველთვის აისახება: სოციალურ, ეკონომიკურ და სულიერ მხარეზეც.
ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი ტენდენციები წარმოიქმნება კორონავირუსის ფონზე და რა მხრივ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება.

ნიღბები

დიზაინერები მიმდინარე მოვლენებს არ შეუშინდნენ, არ მოდუნდნენ და პანდემიის პერიოდში მოდური ნიღბების წარმოება დაიწყეს.
ხოლო მოდურმა ადამიანებმა აიტაცეს ეს იდეა, რამაც განაპირობა ის, რომ ტენდენციად იქცა. თუ გადავხედავთ მოვლენებს, რომლებიც ბოლო 2 თვის განმავლობაშ ვითარდებოდა, ქუჩის სტილიც შეიცვალა.
თქვენ შეგიძლიათ ადამიანების ნახვა ნიღბებით, რომლებსაც ათასგვარი გამოსახულება, ლოგო,
ფერი, ნახატი და ტექსტი აქვს.
ჩვენ არც ის გაგვიკვირდება, თუ სტილის გამო ადამიანები პანდემიის შემდეგაც განაგრძობენ ქუჩაში ნიღბებით სიარულს, თუნდაც ეს ვირუსისგან თავდაცვას არ ემსახურებოდეს.

ხელთათმანები

პანდემიის დროს, ხელთათმანებზე მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა.
ეს შესანიშნავი გზაა თქვენი ხელების ბაქტერიებისგან დასაცავად. გახადეთ ის უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო.
სოციალური ქსელი სავსეა მრავალფეროვანი ხელთათმანებით: უბრალო ტყავის ხელთათმანიდან დაწყებული, ბუმბულით გაწყობილით დათავრებული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტენდენცია დარჩება ჩვენთან მას შემდეგაც, როცა ექიმები კორონავირუსის დამარცხებას შეძლებენ.

ჰიგიენა

ცხადია ადამიანებმა ადრეც იცოდნენ, რომ ხელების დაბანა და გაწმენდა საჭირო იყო. ანტისეპტიკურ საშუალებებსაც იყენებდნენ, თუმცა პანდემიამ გვასწავლა, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. ახლა უკვე გამორიცხულია ჰიგიენის უმარტივესი წესების უგულებელყოფა.
თითოეული გოგონას ჩანთაშია: ტუჩის ბალზამი, სავარცხელი, პომადა და ახლა უკვე ანტიბაქტერიული გელი, ან სპრეი. ესეც ერთგვარი ტენდენციაა.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა

კიდევ ერთი სასარგებლო ტენდენცია, რომლამდეც ამ რთულ პერიოდში მივედით.
მივხვდით, რომ ჩვენს ჯანმრთელობას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ადრე ადამიანები ხშირ შემთხვევაში ექიმთან მისვლას- თვითმკურნალობას ამჯობინებდნენ. ახლა ესეც შეიცვალა.

ვირტუალური შეხვედრები

პანდემიის გამო არაერთ კომპანიას შეექმნა სიტუაცია, რომლის გათვალისწინებითაც სამუშაო ფორმატი შეიცვალეს. მათი თანამშრომლები ახლა სახლიდან მუშაობენ და ცდილობენ, რომ დრო სწორად გაანაწილონ. აქვე, ადამიანები გადასულები არიან კომუნიკაციის რეჟიმზე, რასაც ვიდეოზარების მეშვეობით ახორციელებენ. მათ საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ თუნდაც პრეზენტაციები და თანამოსაუბრეებს ეკრანის მეშვეობით აჩვენონ.
საქმიანი შეხვედრების ჩატარება ონლაინ რეჟიმში- ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი კომპანიისთვის შეიძლება დიდხანს იყოს აქტუალური.

მიტანის სერვისი

პანდემიის დროს, კვების სერვისების მნიშვნელობამ წინა პლანზე წამოიწია. დიდი პოპულარობით სარგებლობს მიტანის სერვისი, რომელიც ბევრ რესტორანს და კაფე-ბარს აქვს. ზოგიერთმა კომპანიამ დანერგა მიწოდების ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ კურიერი მომხმარებელთან 2-3 მეტრის მანძილზე ახლოს არ იყოს.
ცხადია კურიერები მოწმდებიან, იყენებენ ანტისეპტიკურ საშუალებებს, აქვთ ერთჯერადი ხელთათმანები და დამცავი პირბადეები. ამგვარი მიმართულება სავსებით შესაძლებელია, რომ პანდემიის შემდეგაც არსებობდეს.

ოჯახური საღამოები

პანდემიის დროს ადამიანები იზოლაციაში იმყოფებიან და ამიტომ მთელ დროს სახლში, ოჯახის წევრებთან ატარებენ. გამოინახა დრო საოჯახო საღამოებისა და ერთობლივი გართობისთვის, რისთვისაც ადრე დრო ბევრს საერთოდ არ რჩებოდა.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93