ივანიშვილების ოჯახის რძალი, მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძე, სადა ჩაცმულობით გამოირჩევა.
„ინსტაგრამზე“ ძირითადად შვილთან და მეუღლესთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა ეს მაინც იძლევა იმის საშუალებას, რომ მისი საგაზაფხულო სტილი შევაფასოთ.
თეთრი მაისური და ღია ფერის ჯინსი ალბათ ყველა გოგონას გარდერობში მოიძებნება. მსგავსი სტილის ჯინსი ყოველთვის პრაქტიკული და მოსახერხებელია, თეთრი ფერი კი ქალს ყოველთვის სინაზეს მატებს. როგორც ხედავთ, ნანუკამ შვილსაც მსგავსი ფერის და სტილის სამოსი შეურჩია.
რამდენიმე საათის წინ მოდის ბლოგერმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ყვავილებიანი კაბითაა. ზოგადად, ბლოგერს ყვავილებიანი პრინტი ძალიან უყვარს და მსგავს - ფერად სამოსში არაერთხელ გვინახავს.
ნანუკა თეთრი ფერის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენს. ფაქტია, ცდილობს, რომ შვილის სტილიც ჩამოაყალიბოს, რაც ფოტოებიდანაც იგრძნობა.
ამ შემთხვევაში, მან თეთრ პერანგს 3 აქსესუარი: გრძელი ყელსაბამი, ნაზი ბეჭედი და სადა საათი შეუხამა, რამაც მისცა საშუალება, რომ მის ლუქს გადატვირთული იერი არ ჰქონოდა.
წინა წლებთან შედარებით, მისი ჩაცმულობა შეიცვალა, იმ მხრივ, რომ მასში ახალი შტრიხები შეიტანა და ახლა უფრო ნაზ ფერებზეა ორიენტირებული. იმავეს თქმა შეგვიძლია აქსესუარების შემთხვევაშიც. თუ ყელსაბამი, საათი და ბეჭედი უკეთია, მაშინ საყურეებს არ ატარებს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა.