დიზაინერი ანუკი არეშიძე კარანტინის პერიოდშიც ძალიან აქტიურია. მას „ინსტაგრამზე“ უკვე 462k. მიმდევარი ჰყავს.
„ყველა საოცრების პიკი ხარ“, „გრეის კელის მაგონებ“ - ეხმაურებიან გამომწერები ანუკის.
რაც შეეხება ახალ ტრენდს - კორსეტის მსგავს ქამრებს, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე განსაკუთრებით აქტუალური გახლდათ, დიზიანერმაც ნდობა გამოუცხადა.
კარანტინის პერიოდი საუკეთესო დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ ცნობად სახეებს ყველა იმ ფოტოსთვის გადაეხედათ, რაც აქამდე არ გამოუქვეყნებიათ.
უცხოეთში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც დიზაინერმა პირველად გამოაქვეყნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი სტილი, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანია და დახვეწილი ნოტებით არის გაჯერებული.
ერთ-ერთ ფოტოზე ბრჭყვიალა შიმერზეც კეთდება აქცენტი, რომელიც წელს ასეთი აქტუალურია. მბზინავი ზეთები, ტანის კრემები და ჰაილაითერები წინა წელსაც მსგავსი პოპულარობით სარგებლობდა.
ერთად გადავხედოთ ფოტოებს, რომლებიც ანუკი არეშიძემ ამ ბოლო პერიოდში შემოგვთავაზა: