ავანგარდული გეომეტრია მოგწონთ, მაგრამ არ იცით, როგორ დაამატოთ ის თქვენს გარდერობში? - ამას ჩვენ გასწავლით!
მოდით, ვისაუბროთ ფერთა ბლოკზე. ამ მოდური ტექნიკის არსია კონტრასტული ფერების გეომეტრიულ ფორმებში წარმოდგენა, რომლებიც ნივთს ბლოკებად ყოფს. ის მინიმალისტურად და ავანგარდულად გამოიყურება.
მაგალითად, აირჩიე ქვედაკაბა ვერტიკალური ფართო ზოლებით. ჩვენი რჩევა: ატარე იგი ერთფეროვან, ნეიტრალურ ზედასა და მასიურ ქუსლებთან, რადგან ნაზი "ნავები" შეიძლება ჩაიკარგოს ასეთ "ლუქში".
ზაფხული უკვე დადგა. ნათელი და თბილი ფერების მსუბუქი კაბები შესანიშნავად ჩაეწერება თქვენს გარდერობში, ხოლო პასტელის ფერის მინიატურული ჩანთა და თმაში ფერადი ლენტი შეავსებს თქვენს საზაფხულო ლუქს.
ორფერიანი ტრენჩი საბაზისო გარდერობს ძალიან მოუხდება. შეარჩიე ფეხსაცმელი მასიურ ძირზე.
ქოლორბლოკი და საცურაო კოსტიუმი? - დიახ! დაიმახსოვრე, რაც უფრო ნათელია ფერები, მით უფრო ლამაზად გამოჩნდება გარუჯულ კანთან.
ვინ თქვა, რომ შავი და ყავისფერი ერთად ცუდი კომბინაციაა? ასეთი ფეხსაცმელი ფართო ჯინსთან ძალიან ლამაზად გამოჩნდება!
წყარო: cosmopolitan