საქართველოში საგანგებო მდგომარეობის და სხვადასხვა ამკრძალავი რეგულაციის მოხსნის შემდეგ სავალდებულო გახდა დახურულ შენობებში ნიღბის ტარება. როგორც ჩანს, ეს აქსესუარი უახლოესი ზაფხულის თვეების განმავლობაში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. როგორ შევუხამოთ გარდერობი ნიღბებს, ამას ვარსკვლავების მაგალითზე მოგიყვებით.
ოლივიე რუსტენმა, ბრენდ Balmain-ის კრეატიულმა დირექტორმა, თავის გამომწერებს ჯერ კიდევ კარანტინის გამოცხადებამდე დაანახა იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ჩავანაცვლოთ პირბადე შავი ბენდენის მეშვეობით. როგორც ჩანს, ეს ტრენდი ბევრმა ვარსკვლავმა ჩაინიშნა და აქტიური მიმბაძველიც გახდა.
პოსტაპოკალიფსური სკოლის მოსწავლე
- მანამ, სანამ ყველა წუწუნებს, თუ როგორ შეუხამოს პირბადე თავის ყოველდღიურ ლუქს, ფან ბინბინმა ეს დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვანი აქსესუარის სახით მოირგო, მისი სტილი კი პოსტაპოკალიფსურ სკოლის მოსწავლეს მოგაგონებთ, რაც ნამდვილად კარგად გამოიყურება მის მაგალითზე.
ცხვირსახოცი პრინტით
- ოლივია პალერმომ იცის, როგორ აიცილოს თავიდან პირბადის გამოყენება. ამიტომ მან ცხვირსახოცი გამოიყენა თავისი მოსაცმლის ფერებში. როგორც ჩანს, სულ მალე მის მეგობარ ძაღლსაც ექნება მსგავსი სტილის აქსესუარი.
პოლკა-დოთსები
- მანამ, სანამ სხვები ეძებენ შესაფერის ფერებში პირბადეს, ფამკე იანსენმა მოდურ გადაწყვეტილებას მიაგნო. შავი ნაჭერი თეთრი წერტილებით მსუბუქი გადაწყვეტილებაა ნებისმიერ ლუქზე, სადაც მუქი ფერები დომინირებს, უხდება მაღაზიაში გასვლას და ქალაქში სეირნობებს.
თეთრი დეტალის შენარჩუნება
- ერთადერთი პირბადე, რომელიც ნამდვილად გვიცავს ვირუსისგან, სამედიცინო ქირურგიული პირბადეა. ტოპი, ჩანთა, კედები და პირბადე თეთრ ფერში აქტუალური ტრენდის შენარჩუნებაში შეგიწყობთ ხელს.
ჩანთის ფერში
- შეგიძლიათ ჩანთა პირბადის ფერში შეარჩიოთ ან პირიქით. აშანტი ბრომფილდი სწორედ ასეთ ხრიკს მიმართავს, თავზე შესაკრავს პირბადის ფერში ატარებს.
დაუმატეთ ფერი
- ნიღბები სასაცილო პრინტებით ზაფხულის აუცილებელი აქსესუარი გახდება. შეგიძლიათ იყიდოთ ან შეიკეროთ, თუმცა სახალისო ფრაზები, ანიმაციები და პრინტები თქვენს ლუქს უნდა შეესაბამებოდეს.
წყარო: cosmo