დიზაინერები წლევანდელი წლის ტრენდულ დეტალებზე აქტიურად საუბრობენ, რა ფერებია წელს მოდაში და როგორი საცურაო კოსტიუმი მოუხდება ცხელ ზაფხულს.
ნახეთ 2020 წლის ზაფხულის მოდური საცურაო კოსტუმები.
სპორტული მთლიანი საცურაო კოსტიუმი

სპორტული სტილი წელსაც აქტუალურია, თუმცა, როგორც ჩანს, ტრენდებს ღრმად მოჭრილი და ოდნავ გამომწვევი საცურაო კოსტიუმები შეემატა.

საცურაო კოსტიუმი სამკუთხედი ყელით

მათ, ვისაც ღრმად ამოჭრილი და გამომწვევი ტანისამოსი არ უყვარს, მოდის დიზაინერები 2020 წელს სამკუთხედი ყელით, შედარებით კლასიკური სტილის საცურაო კოსტიუმებს სთავაზობენ.
ცხოველების პრინტი

ლეოპარდი კვლავ აქტუალურია. ცხოველების პრინტით საცურაო კოსტიუმები 2020-ის ერთ-ერთი მთავარი სტილია.


ცხოველების პრინტი პლუს ზომებში

წელს მსოფლიო მოდამ სტერეოტიპები დაარღვია და თავის ტრენდებში პლუს ზომის საცურაო კოსტიუმები შემოიტანა. ცხოველების პრინტები პლუს ზომებშიც აქტუალური ყოფილა.
დისკოს დროა

ძველი დრო ბრუნდება და მოდა დისკო-სტილს იხსენებს. წელს სანაპიროებზე ბევრ ბრჭყვიალა საცურაო კოსტიუმს ნახავთ.
ბრჭყვიალა საცურაო კოსტიუმი

ვინ თქვა, რომ ბრჭყვიალა სამოსი მხოლოდ ოქროსფერი ან ვერცხლისფერი უნდა იყოს? წელს მოდას ცისფერი ემატება.
ნეონის ფერები 2020-ის მოდაში

მყვირალა, ჭყეტელა ფერებმა უკვე წინა პლანზე წამოიწია და თან სტილს ერთ მხარზე მოხსნილი საცურაო კოსტიუმები დაემატა.

კლასიკურობა უპირველეს ყოვლისა

კლასიკური სამოსი აქტუალურობას ვერასდროს დაკარგავს. თეთრისა და შავის კომბინაცია ისევ მოდაშია, 2020 წლის მოდა ყველა სტილს იტევს.
ტალღები საცურაო კოსტიუმზე

წელს მსგავსი პრინტით საცურაო კოსტიუმში ბევრ ქალბატონს შენიშნავთ, რადგან მოდაში სწორედ ტალღები და სიფერადე შემოვიდა, თან სტილს უბრეტელო ბიუსტჰალტერები დაემატა.

მუცელზე ამოღებული საცურაო კოსტიუმი

ტრენდების სიას ეს სტილიც დაუმატეთ. მუცელზე ამოღებული და გამომწვევი სტილი 2020 წლის მოდური დეტალია.
თოკი საცურაო კოსტიუმზე

ვინ წარმოიდგენდა, რომ თოკი მოდური გახდებოდა, თუმცა 2020 წელს ყველაფერს უნდა ველოდოთ.
მაქმანები და კოპლები

ბოლო მოდური საცურაო კოსტიუმი მაქმანებითა და კოპლებით გამოიხატება. როგორც ჩანს, წელს ერთი მთლიანი საცურაო კოსტიუმები და განსხვავებული დიზაინები დომინირებს.
წყარო: cosmopolitan
ფოტო: marieclaire