ზაფხულს, ცხელი და მზიანი დღეების გარდა, ფერადი ტანსაცმელი და აქსესუარები უხდება. ზღვაზე საცურაო კოსტიუმთან ერთად ქუდი არ უნდა დაგვავიწყდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მზის მავნე გამოსხივებისგან სახე და თავი დავიცვათ და მუდმივად კარგად გამოვიყურებოდეთ.
ნახეთ 2020 წლის ზაფხულისთვის მოდური ქუდები
სადა, ტრედული ქუდი
საზაფხულო გარდერობში ერთი ასეთი ქუდი ყველას უნდა ჰქონდეს. ეს სადა და ტრენდული ქუდი 2020-ის მოდის ტენდენციებში კვლავ ფიგურირებს.
ზოლიანი ქუდი
ზოლიანი ტანსაცმელი და აქსესუარები აქტუალურობას არ კარგავს. წელსაც თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ ზოლიანი ქუდი ზღვისთვის.
თავზე მოხსნილი ქუდი
ეს ორიგინალური და დახვეწილი ქუდი სულ რამდენიმე წელია შემოვიდა მოდაში, წელს კი 2020 წლის ტრენდებში საპატიო ადგილს იკავებს. ამ ქუდს როგორც აქწეული, ასევე მხრებზე ჩამოყრილი თმა უხდება.
კეპი
მოდა კეპის გარეშე წარმოუდგენელია, ეს ხომ ის ერთ-ერთი აქსესუარია, რომელიც ნებისმიერი სტილის მოყვარული ადამიანის გარდერობში ინახება და წელს კიდევ ერთხელ ახალი ფერად-ფერადი კეპების შეძენა შეგიძლიათ.
ყვავილებიანი ქუდი
თუ 2020 წლის მოდური საცურაო კოსტიუმები ნახეთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ყვავილები წელსაც მოდურია. ასე რომ, დროა, საზაფხულოდ ერთი ასეთი ქუდიც შეიძინოთ.
კალათის ფორმის ქუდი
წელს პირველად, მოდას კალათის ფორმის ნახევრად გამჭვირვალე ქუდები დაემატა. ეს საინტერესო და გამორჩეული ქუდი აუცილებლად უნდა შეიძინოთ ზაფხულისთვის.
ნაქსოვი ქუდი
ფერადი და ნაქსოვი ქუდი წელსაც ტრენდულია. 60-იანი წლების მოდა 2020-ში საინტერესოა, რას იტყვით?
დიდი ზომის შლაპა
უცხოელ სელებრითებს თუ გადახედავთ, დიდი შლაპების ფართო არჩევანის წინაშე დადგებით, რადგან სელებრითებში 2020-ის ეს დეტალი უკვე აქტუალური გახდა. დროა, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოდას.
ნახევრად ღია ქუდი
კიდევ ერთი მოდური ქუდი, ზევით ნანახ მოდელს ჰგავს, თუმცა მათში განსხვავება საკმაოდ ბევრია. ჭილის ღია ქუდი უკან რეზინით რეგულირდება, დავარდნილი ფორმა აქვს და საინტერესო ორნამენტებით არის შემკული.
სანაპიროს ქუდი
ასე უწოდებენ 2020 წლის მოდის ტენდენციების ბოლო მოდელს, რომელიც დაუვიწყარი სანაპიროსთვის და დასვენებისთვის იდეალური ქუდია. დიზაინი განსხვავებულია, ფორმაც ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს და დაგვეთანხმებით, რომ ნებისმიერ ადამიანს მოუხდება.
წყარო: cosmopolitan