არსებობს ნივთები, რომლებიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს, ესეთია ლურჯი მაღალწელიანი ჯინსი, თეთრი პერანგი, შავი ტანზე გამოყვანლი კაბა და სხვა. ვოგს თუ დავუჯერებთ, არსებობს ისეთი ნივთები და აქსესუარები, რომლებიც ზაფხულში ყველა ქალს უნდა ჰქონდეს.
ნახეთ, 10 აქსესუარი, რომელც ზაფხულში აუცილებლად უნდა გქონდეთ
სანდლები თოკებზე
პირველი აუცილებელი აქსესუარი, ღია, გრილი და კომფორტული სანდლებია, რომელსაც ყველა ქალი სიამოვნებით ჩაიცვამს. სანდლები თოკით მაგრდება და საოცრად უხდება გარუჯულ ტანს.
პატარა ზომის ჩანთა
პატარა ჩანთის გარეშე, ზაფხული ნაამდვილად არასრულყოფილი იქნება, რატომ ცისფერი?, ეს ფერი რუჯს და დასვენებას უხდება.
შავი ქუდი
შავი ელეგანტური ფერია და ამ ფერის ყველა აქსესუარი ის უნიკალური ნივთია, რომელიც ქალების გარდერობში უნდა მოიძებნებოდეს. შავი ქუდი და დაბალ ქუსლიანი სანდლები მოუხდებოდა ერთმანეთს.
საყურეები
წელს ოდნავ ყურს ქვემოთ ჩამოწეული და მინერალური ქვებისგან დამზადებული ხელნაკეთი საყურეებია მოდაში, ზაფხული კი მის გარეშე არ უნდა გადაიაროთ. ეს მე-4 აქსესუარი ოთხივე სეზონზე გამოგადგებათ.
მზის სათვალე
ზაფხული მზის სათვალის გარეშე, იგივეა, რაც ზამთარი შარფის გარეშე. ეს დეტალი არ დაგავიწყდეთ, თან წელს ფერადი ჩარჩოებია მოდაში.
შავ-თეთრი ჩანთა
ზაფხულობით ქალები ღია სტილის ჩანთებს არჩევენ ხოლმე, ესეც საზაფხულო ჩანთის საუკეთესო ვარიანტია, ფერები იდეალურია, რადგან ყველაფერს მოუხდება, ჩანთის ზომა არც ისე დიდია და ეს აქსესუარი ზაფხულის გარდერობს აუცილებლად დაამატეთ.
ღია ფეხსაცმელი
მსოფლიოში ყველაზე კომფორტული აქსესუარი სწორედ ეს ჩუსტებია, ზაფხული მის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია, ამიტომ საუკეთესო ვარიანტის არჩევა დაიწყეთ.
ტყავის ჩანთა
რადენიმე წუთის წინ, პატარა ჩანთა განვიხილეთ, იმ ჩანთს შემდეგ, გარდერობს ტყავის ჩანთაც უნდა დაამატოთ, ის ზაფხულის ყველა ლუქს განსხვავებულ იერს მისცემს.
სანდლები თოკებზე
მათ, ვისაც ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება არ შეუძლია და თან საზაფხულო სტილს ეძებს, სწორედ ასეთი სანდლები უნდა შეიძინონ. კომფორტული, მოდური და სასიამოვნო სატარებელია.
შავი სათვალე
ზაფხული ვერ მოვა, თუ გარდერობში შავი კლასიკური სათვალე არ გექნებათ, ეს აქსესუარი აუცილებელი კომპონენტია სრულყოფილი გარდერობისთვის. დაღლილ სახეზე წითერი ტუჩსაცხი, შავი სათვალე და უკვე კარგად გამოიყურებით.
წყარო: vogue.co.uk/