მოდელი მიმი შელია კარანტინის პერიოდში სულ აქტიური იყო და ახლაც მაქსიმალურად ცდილობს, რომ გამომწერები სიახლეებით მოამარაგოს.
მირანდა აქსესუარების მოყვარულია და მათი არჩევაც სწორად გამოსდის.
ამ სეზონზე საკმაოდ აქტუალურია პატარა, მინიმალისტური მძივები.
ასევე, აქტუალურია მარგალიტის დახვეწილი ყელსაბამები, რაც კლასიკურ სტილს ძალიან უხდება. ამ ტრენდს არც მიმი ჩამორჩენია. როგორც ხედავთ, ყვავილებიანი პრინტიც ისევ ძალაშია.
რაც შეეხება აქტუალურ სამოსს, ფოტოებში ჩანს, რომ მოდელმა არჩევანი ნაკლებად დატვირთულ, სადა სამოსზე შეაჩერა. პოპულარულია ნაკლებად თვალში საცემი და შერეული ტონები.
დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მის ახალ ვიდეოს, სადაც აქცენტი თვალის ფერზეა გადატანილი. მიმიმ აქსესუარები და მანიკიური თვალის ფერს სრული სიზუსტით შეუხამა. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაამართლა ამ ექსპერიმენტმა?