სტილი

როგორ საცურაო კოსტიუმებს ირჩევენ ამ სეზონზე ქართველი ცნობადი ქალბატონები

როგორ საცურაო კოსტიუმებს ირჩევენ ამ სეზონზე ქართველი ცნობადი ქალბატონები
ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება. თუმცა ბევრი რამ შეიცვალა, რადგან დასასვენებლად წასული ადამიანების ბარგს პირბადე, სადეზინფექციო სითხე და სხვა საჭირო ნივთები დაემატა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს დისტანციის შენარჩუნების საკითხიც.
  • ქართველი ცნობადი ქალბატონები „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებენ. ჩვენ კი მოგვეცა საშუალება, რომ შევაფასოთ, როგორი სტილის საცურაო კოსტიუმებს მიანიჭეს უპირატესობა ამ სეზონზე.
ქალბატონები, რომლების ფოტოებსაც წარმოგიდგენთ, მშვენიერ ფორმაში არიან.
როგორც ჩანს, კარანტინმა მათ გარეგნულ მხარეზე უარყოფითად არ იმოქმედა, რადგან ვარჯიშობდნენ.

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ზურმუხტისფერსა და შავს ანიჭებს უპირატესობას.
როგორც ხედავთ, მას მთლიანი საცურაო კოსტიუმები უფრო ურჩევნია, რომლებსაც აქსესუარებს საინტერესოდ უხამებს. მაიას ახალი ფოტოების ნახვის შემდეგ ბევრმა აღნიშნა, რომ ის მშვენიერ ფორმაშია.





დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოდელ თაკო ნაცვლიშვილის ახალ ფოტოსაც. თაკო სადა საცურაო კოსტიუმების მოყვარულია და ძირითადად, მხოლოდ ორ მთავარ აქსესუარს: სათვალეს და სამაჯურს უხამებს.



საინტერესო სტილის, დახვეწილი საცურაო კოსტიუმი შეარჩია მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმაც. ნინის მთავარი საყვარელი აქსესუარი სათვალეა, რომელსაც დიდი ყურადღებით ირჩევს და ხშირად ატარებს.



სალომე ღვინიაშვილმა კი ლეოპარდის პრინტსა და სადა ფერის ზედატანზე შეაჩერა არჩევანი.
მსგავსი ფერები და პრინტი ამ სეზონზე ნამდვილად აქტუალურია. არანაკლებ ტრენდულია თეთრი, მთლიანი საცურაო კოსტიუმიც, რომელიც რუჯს ხაზს უსვამს და ფორმებს გამოკვეთს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93