შეარჩიეთ ტანსაცმლის ფერში, საყვარელი გემოს მიხედვით.
ზაფხული 2020 I Am Sugarfree მარათონს იწყებს, რომელიც ითვალისწინებს სეზონის ყველაზე ტრენდულ და გემრიელ აქსესუარს, ეს კი, რა თქმა უნდა, ნაყინი ვაფლში აღმოჩნდა. გასული წლის მილანის მოდის კვირეულზე Marco de Vincenzo-ს მოდელები პოდიუმზე ტოპებში, ვიწრო ქვედაბოლოებსა და გამჭვირვალე კაბებში გამოდიოდნენ, რეტროსტილის კოსტიუმების თანხლებით. დე ვინჩენცოს სიტყვებით, მას უნდოდა, ჩვენება მონოქრომული და ექსპერიმენტული ყოფილიყო. როგორ ფიქრობთ, მოდელებს დიზაინერმა ხელში რომელი აქსესუარი დააჭერინა? გოგონები პოდიუმზე სწორედ ნაყინებით გამოდიოდნენ, ხოლო ბურთულის ფერი იმეორებდა ტანსაცმლის ფერს, რაც საკმაოდ ესთეტიკურად და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა.
ნაყინი ენდი უორჰოლის და კეტი პერის საყვარელი აქსესუარიც აღმოჩნდა მუსიკალურ კლიპში California Gurls. მოდურმა სამყარომ ვერ გაუძლო ცდუნებას მილანში გასული წლის Fendi-ს ჩვენებაზე სტუმრებისთვის ბრენდის ლოგოტიპით გაფორმებულ ნაყინებზეც, ხოლო Philosophy di Lorenzo Serafini-მ გამოუშვა ბრენდირებული იასამნისფერი ნაყინის ბურთულები სტაფილოთი და ტყის კენკრით თავიანთ კაფეტერიაში Il Felice Gelato Milano.
წელს სწორედ ის დროა, გამოიყენოთ ესთეტიკური პოტენციალი ამ ლეგენდარული ვაფლის ნაყინის სახით. არ იფიქროთ ზედმეტ კალორიებზე. შეარჩიეთ ყვითელ მოსაცმელთან ლიმონის ბურთულა, ვარდისფერ კაბასთან - მარწყვის ნაყინი, ხოლო მუხლებზე დახეულ ჯინსებთან - საღეჭი რეზინის გემოს მქონე ბურთულა, რომლის მირთმევის შემდეგაც ენა ლურჯ შეფერილობას იღებს. ტკბილი ტრენდის ინსპირაციისთვის "ინსტაგრამზე" მოდის მიმდევარი გოგონების ფოტოები შეგიძლიათ დაათვალიეროთ.